იმუნიტეტის ასამაღლებელი დიეტა
ავტორი: ანი რევია 10:00 09.09, 2024 წელი
თუ გსურთ ვირუსულმა დაავადებებმა გვერდი აგიაროთ, ორგანიზმი უნდა გააკაჟოთ. ამისთვის, იმუნიტეტის ამაღლება და ენერგიის მომატებაა საჭირო. რაც შესაძლებელია სპეციალური სამდღიანი დიეტის დაცვით, რომელიც გააძლიერებს თქვენს ორგანიზმს, გააორმაგებს ვირუსებთან ბრძოლის უნარს, ფორმაშიც ჩაგაყენებთ და ზედმეტ კილოგრამებსაც დაგაკლებინებთ.
შეგიძლიათ, ეს დიეტა თვეში ერთხელ დაიცვათ და დაიზღვიოთ თავი.
პირველი დღე
საუზმე: 1 ჭიქა თაფლიანი ჩაი და წიწიბურას ფაფა.
სადილი: ორთქლზე მომზადებული ყვავილოვანი კომბოსტო, 1 ულუფა ქათმის ბულიონი.
ვახშამი: 150 გრამი ხაჭო და უშაქრო პიტნის ჩაი.
მეორე დღე
საუზმე: მოხარშული ბრინჯის ფაფა და 1 ჭიქა თაფლიანი ჩაი.
სადილი: ორთქლზე მომზადებული ქათმის ფილე, ცოცხალი ბოსტნეულით.
ვახშამი: მოხარშული წიწიბურა და 1 ჭიქა თაფლიანი წყალი.
მესამე დღე
საუზმე: 1 ჭიქა კეფირი და 1 ულუფა მოხარშული ბრინჯი.
სადილი: 1 ნაჭერი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ნაჭერი მოხარშული თევზი, 1 ჭიქა ახალგამოწურული ბოსტნეულის წვენი.
ვახშამი: 100 გრამი ხაჭო, 1 ჭიქა მწვანე ჩაი თაფლით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან