რჩევები

გენიოსების ხუმრობები

№28

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 23.07

იუმორი
დაკოპირებულია

არჩილ კერესელიძემ ერთხელ ვასო გოძიაშვილზე გვიამბო: ერთხანს ერთად მუშაობდნენ მარჯანიშვილის თეატრში.

„მეფე ერეკლე“ იდგმება და პატარა კახის როლში ვასო უნდა გამოვიდეს, საქართველოს ბედი შეავედროს უფალს. დარბაზი დაძაბული უყურებს გენიალურ მსახიობს, რომელიც ხელებაპყრობილი იყურება მაღლა და შთაგონებით შეჰღაღადებს ზეციერს. თურმე ამ დროს ამჩნევს, რომ ჭერიდან ჩამომავალი თოკი საეჭვოდ ირხევა. ჩამოაყოლა მზერა და რას ხედავს! ვიღაც ჭერიდან კულისებში ჩამომავალ თოკზე ჩამოკიდებულა და... შარვალი ჩაუხდია.

- რა დროს ლოცვაა, კაცო! - წამოიძახა თურმე ბატონმა ვასომ და იმავე ტონით, როგორითაც მონოლოგს წარმოთქვამდა, განაგრძო, - ვააა, ტ...ი, ნეტავი ვისია?! დარბაზის ხარხარს ფარდის დაშვება მოჰყოლია...

თურმე ჟორა შავგულიძე ჩამოკიდებულა თოკზე და ვასოს აგიჟებდა.

ხუთ-ხუთი თუმნით დაუჯარიმებიათ (მაშინ ცოტა არ იყო ხუთი თუმანი).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა