რჩევები

გაიქრეთ გამონაყარი სახის კანიდან უსაფრთხოდ და მარტივად

№36

ავტორი: ანი რევია 11:00 12.09

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

სახეზე გამონაყარისა და პრობლემური კანის მკურნალობა, ორთქლის აბაზანებითა და შინაური რეცეპტით მომზადებული სპეციალური ნიღბებით უსაფრთხო და მარტივია. თუ აკნეს უჩივით, გამონაყარი დისკომფორტს გიქმნით, სცადეთ ეს გამოცდილი მეთოდები სახლის პირობებში გამოიყენოთ და პრობლემასაც დაივიწყებთ.

ორთქლი ხსნის ფორებს, არბილებს და წმენდს კანს. რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის. აადუღეთ 2 ლიტრი წყალი. მაქსიმალური ეფექტისთვის შეგიძლიათ, სამკურნალო მცენარეები ან მცენარეული ზეთები გამოიყენოთ. ცხიმიანი კანისთვის კარგია ლავანდა, მწვანე ჩაი, ევკალიპტის ზეთი, ლიმონის თხელი ნაჭერი, გვირილა და პიტნა. მშრალი კანისთვის კი – ლავანდა, გვირილა, ვარდის ზეთი და მწვანე ჩაი. მგრძნობიარე კანისთვის გამოიყენეთ გვირილა და ლავანდა. კომბინირებული და ნორმალური კანისთვის – ლავანდა, მწვანე ჩაი და ჩაის ხის ზეთი. როდესაც თქვენი კანის ტიპისთვის მცენარეებს შეარჩევთ, ჩაყარეთ ისინი ცხელ წყალში და 2 წუთით გააჩერეთ. გადაიტანეთ თასში და დაელოდეთ, რომ წყალი ცოტა გაგრილდეს, ორთქლი ძალიან ცხელი არ უნდა იყოს. თავზე პირსახოცი გადაიფარეთ ისე, რომ ორთქლი პირდაპირ სახეს მოხვდეს. ასე დაიორთქლეთ სახე 10 წუთის განმავლობაში და პირსახოცით ნაზად შეიმშრალეთ. ორთქლით გაწმენდილ სახეზე, წაისვით ნიღაბი, რომელსაც მარტივად, სახლში დაამზადებთ. გაითვალისწინეთ, ორთქლი ფორებს ხსნის და საჭიროა, ისინი დაიხუროს. ამისთვის, სახე ჯერ ნელთბილი ან ცივი წყლით დაიბანეთ და შემდეგ, ნიღაბი დაიდეთ. გაიკეთეთ ეს პროცედურა ორ კვირაში ერთხელ.

ლიმონის, კვერცხისა და თაფლის ნიღაბი: 1 კვერცხს დაამატეთ, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 3-4 წვეთი ლიმონის წვენი. კარგად ათქვიფეთ, მიღებული მასა დაიდეთ სახეზე და 10 წუთით გაიჩერეთ.

ვაშლისა და ხაჭოს ნიღაბი მშრალი კანისთვის: 2 ჩაის კოვზი ხაჭო და 1 ცალი გახეხილი ვაშლი კარგად აურიეთ, შეიზილეთ სახეზე და 20 წუთით გაიჩერეთ.

იოგურტის ნიღაბი: სახეზე შეიზილეთ იოგურტის სქელი ფენა და დაიტოვეთ 20 წუთის განმავლობაში.

თაფლისა და ლიმონის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ერთმანეთში შეურიეთ, წაისვით სახეზე და 15 წუთით გაიჩერეთ.

კვერცხის გულის ნიღაბი: 1 კვერცხის გული 1 ჩაის კოვზ ცივ რძეში შეურიეთ და სახეზე შეიზილეთ. სანამ მასა სახეზე კარგად არ შეგახმებათ, არ ჩამოიბანოთ.

თაფლისა და დარიჩინის ნიღაბი: 2 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი დარიჩინი აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე, 10-15 წუთის მერე კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

კვერცხის ცილის ნიღაბი: 3 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ. პირველი ფენის დადებამდე სახე დაისველეთ თბილი წყლით, ყოველი მომდევნო ფენა დაიმატეთ მაშინ, როდესაც წინა კარგად გაშრება. 4-5 ფენის წასმის შემდეგ, სახე კარგად ჩამოიბანეთ. კვერცხის ცილა ამცირებს აკნეს, აღადგენს კანის დაზიანებულ უბნებსა და მოუშუშებელ ნაწიბურებს.

მაწვნისა და თაფლის ნიღაბი: 1 სადილის კოვზი მაწონი და 1 სადილის კოვზი თაფლი აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სახეზე. ნიღაბი კარგად რომ გაშრება, ჩამოიბანეთ. მასთან ერთად სახიდან მოიცილებთ კანის მკვდარ უჯრედებსა და მავნე ბაქტერიებს.

როდესაც პროცედურას ჩაიტარებთ, საჭიროა კანის დატენიანება. ამიტომ, აუცილებლად გადაისვით სახის კანზე ის მკვებავი საცხი, რომელიც თქვენი ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა