რჩევები

ეს საინტერესოა

№26

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 12.07

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

* ამერიკის შეერთებული შტატების 26-ე პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი იყო პირველი ამერიკელი, რომელიც ნობელის პრემიით დააჯილდოვეს. 1906 წელს კი მან სათავე დაუდო ტრადიციას ქვეყნების ურთიერთობაში - ქვეყნის მოქმედი მმართველების ოფიციალურ ვიზიტებს სხვა ქვეყნებში.

* გასული საუკუნის 1920-იან წლებში ცნობილი სიგარეტი „მარლბორო“ მხოლოდ ქალებისთვის იყო განკუთვნილი და ამიტომ მასზე წითელ ლენტს აწებებდნენ. რეკლამა კი მაისის ნიავს ადარებდა. თუმცა, საუკუნის მეორე ნახევრიდან ის უკვე მხოლოდ მამაკაცებთან ასოცირდება.

* ამბობენ, რომ მასონთა ლოჟაში ახალი წევრის მიღება ფარული კენჭისყრით, შავი და თეთრი ბურთულებით ხდება. თუ ურნაში ყველა ბურთულა თეთრია, ნიშნავს, რომ ახალი წევრი ლოჟაში მიღებულია. თუ შავი ბურთულები მეტია – ამ კანდიდატს ლოჟაში არასოდეს მიიღებენ. თუ შავები ნაკლებია, მაშინ ახალი წევრის მიღება გადადებულია იმდენი წლით, რამდენი შავი ბურთულაც აღმოჩნდება ურნაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა