ერთკვირიანი დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00 04.03, 2024 წელი

პირველი დღე – ხილის დღე
მთელი დღის განმავლობაში მიირთვით ნებისმიერი ხილი, რომელიც გიყვართ. იკრძალება, მხოლოდ, ბანანი. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა დალიოთ დღეში 8-დან 12 ჭიქამდე წყალი.
მეორე დღე – ბოსტნეულის დღე
არ გამოიყენოთ სალათებში ზეთი და სხვა დანამატები. მიირთვით როგორც უმი, ისე მოხარშული ბოსტნეული და აუცილებლად დალიეთ 8-დან 12 ჭიქამდე წყალი.
მესამე დღე – ხილისა და ბოსტნეულის დღე
მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, მიირთვათ ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული, გარდა ბანანისა და კარტოფილისა. უნდა დალიოთ 8-12 ჭიქა წყალი.
მეოთხე დღე – რძისა და ბანანის დღე
მთელი დღის განმავლობაში გადაანაწილეთ 8 ცალი ბანანი და 3 ჭიქა რძე.
მეხუთე დღე – პომიდვრისა და ბრინჯის დღე
მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, მიირთვათ 3 ულუფა მოხარშული ბრინჯის ფაფა და 7-8 ცალი პომიდორი.
მეექვსე დღე – ბრინჯისა და ბოსტნეულის დღე
დილით მიირთვით უშაქრო ჩაი ან ხილის წვენი. შუადღეს კი – 1 ულუფა ბრინჯის ფაფა და დღის ბოლოს – ბოსტნეული. ასევე, უნდა დალიოთ 8 ჭიქა წყალი.
მეშვიდე დღე – ბრინჯისა და ბოსტნეულის დღე
მთელი დღის განმავლობაში, შეგიძლიათ, მიირთვათ 2 ულუფა ბრინჯი, უმი ბოსტნეული, რომელიც გიყვართ და ბანანის გარდა, ნებისმიერი ხილის ახალგამოწურული წვენი შეუზღუდავი რაოდენობით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან