რჩევები

ეფექტური დიეტა

№7

ავტორი: ანი რევია 11:00

დიეტა
დაკოპირებულია

ეს დიეტა საკმაოდ ეფექტურია და ჯანმრთელობასაც არ ვნებს. პირიქით, აჯანსაღებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმიდან გამოაქვს დაგროვილი შლაკები. შეგიძლიათ, ეს დიეტა კვირაში 3 დღე დაიცვათ.

საუზმე: ერთ ჭიქა დაბალპროცენტიან კეფირს შეურიეთ 100 გრამი ხაჭო, ნახევარი კონა დაჭრილი ოხრახუში და მიირთვით. შეგიძლიათ, მიაყოლოთ 1 ნაჭერი შავი პური.

სადილი: ერთი ულუფა ბოსტნეულის ბულიონი კარტოფილის გარეშე, 1 ჭიქა კეფირი.

სამხარი: 100 გრამი გახეხილი მწვანე ვაშლი და 200 გრამი კეფირი.

ვახშამი: 200 გრამი ბოსტნეულის სალათა და ერთი ჭიქა კეფირი 1 ჩაის კოვზი დარიჩინით.

ძილის წინ, მიირთვით პატარა ნაჭერი ლიმონი, 5 წუთში კი პატარა ყლუპებად დააყოლეთ ერთი ჭიქა კეფირი.

თუ დღის განმავლობაში მოგშივდათ და მადას ვერ იოკებთ, შეგიძლიათ, მიირთვათ რამდენიმე კოვზი უცხიმო ხაჭო, რომელშიც არეული იქნება ერთი ჩაის კოვზი თაფლი.

დღის განმავლობაში დალიეთ 1,5 ლიტრი წყალი.

მოამზადა ანი რევიამ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი