დაუბრუნეთ დაზიანებულ თმას ბზინვარება და შეაჩერეთ თმის ცვენა
ავტორი: ანი რევია 11:00 21.09, 2023 წელი

ყველას სურს, მისი თმა ჯანსაღად გამოიყურებოდეს, ხშირი ჩანდეს და ბზინავდეს. არადა, საკმარისია, მარტივი რჩევები გაითვალისწინოთ და შედეგიც არ დააყოვნებს. ასპირინის აბებზე დამზადებული თმის ნიღაბი განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის თმისთვის და მას შედარებით ფუმფულასა და მბზინავს ხდის. ამისთვის დაგჭირდებათ 5 აბი ასპირინი, 120 მილილიტრი წყალი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. ყველა ეს პროდუქტი ერთმანეთში აურიეთ და შეიზილეთ თმის ძირებში. გაიჩერეთ, დაახლოებით, 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამ ნიღბის გამოყენება სასურველია კვირაში ერთხელ. შესამჩნევი ეფექტის მისაღებად 4-5 პროცედურა დაგჭირდებათ. თუ გსურთ, თმის სტრუქტურა არ დააზიანოთ, მაშინ ქვემოთ მოყვანილი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ:
* თმის პირსახოცით შეშრობა, თმის სტრუქტურას აზიანებს. უმჯობესია, დაბანის შემდეგ, თმა პირსახოცით შეიკრათ და რამდენიმე წუთი გაიჩეროთ, რათა სისველე პირსახოცმა შეიწოვოს;
* თუ თავს ყოველდღიურად იბანთ, არ არის საჭირო შამპუნის რამდენჯერმე წასმა. დიდი რაოდენობით შამპუნი სჭირდება მას, ვინც თავს კვირაში ერთხელ ან ორჯერ იბანს. ასევე, არ ვარგა თმაში შამპუნის ძალიან აგრესიულად შეზელა. ეს თმის ცვენას იწვევს. თავის დაბანის დროს, თითების მსუბუქი მოძრაობით გაიკეთეთ თავის ქალის მასაჟი;
* თმის ბალზამი არა მხოლოდ იცავს თმას, არამედ მას ბზინვარებასა და სირბილეს ანიჭებს;
* თავის დაბანის სიხშირე ყველასთვის ინდივიდუალურია, გააჩნია, რამდენად ცხიმიანი თმა გაქვთ. მშრალი თმის იშვიათად დაბანა, ისევე საზიანოა, როგორც ცხიმიანი თმის ხშირად დაბანა;
* ძალიან ცხელი წყალი, თმის ძირებსა და თავის კანს აშრობს. სასურველია, თავი თბილი წყლით დაიბანოთ და პროცედურა გრილი წყლით დაასრულოთ;
* უმჯობესია, სველი თმა ფენით არ გაიშროთ. ცხელი ჰაერი სველ თმას მტვრევადს და მშრალს ხდის. დაელოდეთ თმის ოდნავ შეშრობას და ფენით შემდეგ ისარგებლეთ. თუ თმა შესამჩნევად გცვივათ და შეგითხელდათ, ამ პრობლემის გადაჭრაში მარტივი ნიღაბი დაგეხმარებათ, რომელიც ნატურალურ ინგრედიენტებზე მზადდება
სიახლეები ამავე კატეგორიიდან