ჭარხლის შვიდდღიანი დიეტა წონაში ადვილად დასაკლებად
ავტორი: ანი რევია 11:00 07.02, 2022 წელი

ჭარხალი ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, ვინაიდან მასში შემავალი მულტივიტამინები ადამიანის ორგანიზმისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ის, ასევე, ეფექტურია წონაში მარტივად და ჯანსაღად დასაკლებად.
წარმოგიდგენთ ჭარხლის 7-დღიანი დიეტის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც ერთ კვირაში, დაახლოებით, 5-6 ზედმეტ კილოგრამს დაიკლებთ.
საუზმე: 300 გრამი მოხარშული და დაჭრილი ჭარხალი, 2 ცალი მოხარშული სტაფილო, ზეითუნის ზეთი, ნახევარი ლიმონის წვენი აურიეთ ერთმანეთში და მიირთვით.
სადილი: ერთი ულუფა მოხარშული წიწიბურა, 1 ნაჭერი ქათმის თეთრი ხორცი (მოხარშული) და 1 ჭიქა ჭარხლის წვენი.
ვახშამი: ახალი ბოსტნეულის სალათა, 1 ნაჭერი მოხარშული თევზი.
ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე შეგიძლიათ მიირთვათ 1 ჭიქა მაწონი ან 1 ცალი ვაშლი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან