რჩევები

ჭარხლის დიეტა

№11

ავტორი: ანი რევია 11:00 18.03

დიეტა
დაკოპირებულია

ჭარხალი ძალიან სასარგებლო და აუცილებელი ბოსტნეულია ადამიანის ორგანიზმისთვის. ის უხვად შეიცავს მულტივიტამინებს. მისი მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა გაზაფხულზე, როცა ორგანიზმი ზამთარში დახარჯული ძალების აღდგენას იწყებს. ამ ბოსტნეულის დიეტით, ერთ კვირაში ორგანიზმსაც გაიწმენდთ, საჭირო მულტივიტამინებით მოამარაგებთ და თან, დაახლოებით, 5 ზედმეტ კილოგრამს დაიკლებთ. აუცილებელია, რომ შვიდი დღის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს იკვებოთ.

საუზმე – 300 გრამი მოხარშული და დაჭრილი ჭარხალი, 1 ცალი ცოცხლად გახეხილი სტაფილო, ცოტა ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი შეურიეთ ერთმანეთს და მიირთვით.

სადილი – 1 ულუფა მოხარშული წიწიბურა 1 ნაჭერ ქათმის მოხარშულ თეთრ ხორცთან ერთად და 1 ჭიქა გრეიპფრუტის წვენი.

ვახშამი – მოხარშული თევზის ნაჭერი და ჭარხლის, სტაფილოს, კიტრისა და სალათის ფურცლები ზეითუნის ზეთით.

თუ შიმშილი მოგეძალათ, შეგიძლიათ, დალიოთ 1 ჭიქა მაწონი, ოღონდ დღეში ერთხელ. და აუცილებლად სვით წყალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი