რჩევები

ბროკოლის დიეტა

№26

ავტორი: ანი რევია 11:00 07.07

დიეტა
დაკოპირებულია

ბროკოლი დაბალკალორიული ბოსტნეულია, მაგრამ კარგად ანაყრებს და ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებითაც ამდიდრებს. ის დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს და ამიტომ წონაში სწრაფად კლებასთან ერთად, საგრძნობლად აძლიერებს იმუნიტეტს. 4-დღიანი ბროკოლის დიეტის შემდეგ, დაახლოებით, 2-3 კილოგრამს დაიკლებთ, ორგანიზმის იმუნიტეტს კი გაამყარებთ. შეგიძლიათ, ეს დიეტა თვეში ორჯერ გააკეთოთ.

პირველი დღე

საუზმე: 200 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი თაფლი.

სადილი: 100 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ულუფა ქათმის ან თევზის ბულიონი.

ვახშამი: 100 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, უშაქრო პიტნის ან მწვანე ჩაი.

მეორე დღე

საუზმე: 200 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ჭიქა ანანასის ან ფორთოხლის წვენი.

სადილი: 150 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ცალი კივი, ატამი.

ვახშამი: 200 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ჭიქა თაფლიანი წყალი.

მესამე დღე

საუზმე: 200 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ჭიქა დაბალპროცენტიანი იოგურტი.

სადილი: 200 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ნაჭერი მოხარშული ქათმის ფილე ან თევზი, 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი.

ვახშამი: 150 გრამი მოხარშული ძროხის მჭლე ხორცი, 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი თაფლი.

მეოთხე დღე

საუზმე: 100 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა თაფლიანი წყალი.

სადილი: 100 გრამი ორთქლზე მომზადებული ბროკოლი, 1 ულუფა ქათმის ბულიონი, 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი.

ვახშამი: 150 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, პიტნის ან მწვანე ჩაი თაფლით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა