ბროკოლის დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00 19.05

ამ დიეტის მთავარი ინგრედიენტი ბროკოლია, რომელშიც ისეთი ნივთიერებები შედის, რომლებიც სწრაფად გახდომას უწყობს ხელს.
მთავარია, არ დაარღვოთ კვების რეჟიმი, შუალედებში სვათ წყალი და თუ შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ, შეგიძლიათ, ერთი ჭიქა დაბალკალორიეული კეფირი მიირთვათ.
პირველი დღე
საუზმე: 200 გრამი მოხარშული ბროკოლი, უშაქრო მწვანე ჩაი.
სადილი: 100 გრამი მოხარშული ბროკოლი, 200 გრამი ქათმის ფილე.
ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ბროკოლი, უშაქრო მწვანე ჩაი.
მეორე დღე
საუზმე: 200 გრამი მოხარშული ბროკოლი, 1 ჭიქა მწვანე ვაშლის ან ანანასის წვენი.
სადილი: 1 ცალი კიტრი, 150 გრამი მოხარშული ბროკოლი, 1 ჭიქა ახლადგამოწურული მწვანე ვაშლის ან ალუბლის წვენი.
ვახშამი: 200 გრამი ზეითუნის ზეთში მოშუშული ბროკოლი, 1 ჭიქა მინერალური წყალი.
მესამე დღე
საუზმე: 200 გრამი მოხარშული ბროკოლი, 100 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, 1 ჭიქა კეფირი.
სადილი: 100 გრამი მოხარშული ბროკოლი, 1 ცალი კიტრი და 1 ცალი მწვანე ვაშლი.
ვახშამი: 150 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი ცოცხალი მწვანილით, პიტნის უშაქრო ჩაი.
მეოთხე დღე
საუზმე: 100 გრამი მოხარშული ბროკოლი, 2 მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა უშაქრო, მწვანე ჩაი.
სადილი: 100 გრამი მოხარშული ბროკოლი, 1 ცალი კიტრი.
ვახშამი: 200 გრამი ორთქლზე დამზადებული ბროკოლი, 1 ჭიქა პიტნის უშაქრო ჩაი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან