რჩევები

ბრინჯის დიეტა

№43

ავტორი: ანი რევია 11:00

დიეტა
დაკოპირებულია

ბრინჯი ასუფთავებს ორგანიზმს, გამოაქვს მარილები და წიდები. ასევე, ის შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რომელიც ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ამიტომ, ბრინჯის სამდღიანი დიეტით თქვენ ორგანიზმსაც წმენდთ და აგრეთვე, წონაშიც იკლებთ.

დიეტის დაცვისას უნდა სვათ ბევრი წყალი და უშაქრო მწვანე ჩაი. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ საჭმლის მიღების შემდეგ, სითხეს მაშინვე ნუ დააყოლებთ, რადგან ბრინჯმა თავისი ფუნქცია შეასრულოს. კარგია თუ სითხეს დალევთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.

თუ კუჭ-ნაწლავის მოქმედება პრობლემური გაქვთ, მაშინ ამ დიეტის დაცვას არ გირჩევთ, რადგან ბრინჯი იწვევს შეკრულობას.

პირველი დღე – დღის განმავლობაში მიირთვით: 300 გრამი მოხარშული ბრინჯი, ბოსტნეულის სალათა, 200 გრამი ორთქლზე მომზადებული თევზი, წყალი ან უშაქრო მწვანე, ჩაი.

მეორე დღე – დღის განმავლობაში მიირთვით: 300 გრამი მოხარშული ბრინჯი, ნახევარი ლიტრი კეფირი, 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, წყალი ან უშაქრო მწვანე ჩაი.

მესამე დღე – დღის განმავლობაში მიირთვით: 300 გრამი მოხარშული ბრინჯი, ნახევარი ლიტრი მაწონი, 3 ცალი მწვანე ვაშლი, უშაქრო მწვანე ჩაი და წყალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა