ბანანის ნიღბები თქვენს თმას დამატებით მოცულობასა და ბზინვარებას შემატებს
ავტორი: ანი რევია 11:00 14.11
ზამთარში სიცივის, ქარის, თოვლისა და ქუდის გამუდმებული ტარების გამო თმა მტვრევადი, მშრალი და უსიცოცხლო ხდება. სახლის პირობებში შეგიძლიათ, თმას ხალისი, ბზინვარება და სიცოცხლე დაუბრუნოთ. ბანანისგან დამზადებული ნიღბები თქვენს თმას დამატებით მოცულობასა და ბზინვარებას მისცემს. გარდა ამისა, მიანიჭებს სასიამოვნო სურნელს.
ნიღაბი მეტი მოცულობისთვის
საჭიროა 2 ცალი ბანანი, 3 სადილის კოვზი მაიონეზი, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, რამდენიმე წვეთი სურნელოვანი ეთერზეთი.
მომზადების წესი: ბანანი ათქვიფეთ ძალიან კარგად, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ (უმჯობესია, ბლენდერის საშუალებით). წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიღბის თმიდან ჩამობანა ძალიან გაგიძნელდებათ. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და მაიონეზი და ისევ ათქვიფეთ, სანამ კრემისებური მასა არ გახდება. კარგი არომატისთვის დაუმატეთ რამდენიმე წვეთი სურნელოვანი ეთერზეთი. წაისვით ახალდაბანილ, პირსახოცით ოდნავ შემშრალებულ თმაზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ მსუბუქი შამპუნით.
ნიღაბი დაზიანებული და მშრალი თმისთვის
საჭიროა: 1 ცალი ბანანი, 5 წვეთი ნუშის ზეთი. მომზადების წესი: ბანანი კარგად დააბლენდერეთ ისე, რომ მკვრივი ნაწილაკები არ შეჰყვეს. დაუმატეთ ნუშის ზეთი და ახალდაბანილ თმაში შეიზილეთ. გაიჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და მსუბუქი შამპუნით.
უნივერსალური ნიღაბი
საჭიროა: 1 ცალი ბანანი, 1 კვერცხი, 1 სადილის კოვზი თაფლი, 5 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 3 სადილის კოვზი რძე.
მომზადების წესი: დააბლენდერეთ ბანანი, შემდეგ შეურიეთ კვერცხი, თაფლი, ზეთი, რძე და ისევ დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი წაისვით ახალდაბანილ თმაზე და ნახევარი საათის განმავლობაში გაიჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, მსუბუქი შამპუნის გამოყენებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან