რჩევები

ბანანის დიეტა

№48

ავტორი: ანი რევია 10:00

დიეტა
დაკოპირებულია

სანამ ამ დიეტის დაცვას შეუდგებით, გულმოდგინედ უნდა მოემზადოთ. წინა ორი დღე დაუშვებელია შემწვარი, ცხიმიანი, შებოლილი, ძალიან ტკბილი და მარილიანი საკვების მიღება. დიეტის დროს კი არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ დაუმწიფებელი ბანანი რადგან, მასში ორგანიზმის მიერ ძნელად ასათვისებელი ნივთიერებაა.

ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ვიტამინებს, კერძოდ, E, C და B6 ვიტამინს, მიიჩნევა კალციუმის, რკინისა და ფოსფორის ძირითად წყაროდ. ამ დიეტის დროს, ნაწლავები სუფთავდება, ნივთიერებათა ცვლა ნორმალიზდება, უმჯობესდება კანის მდგომარეობა. ბანანის მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ართრიტების დროს.

გაითვალისწინეთ, ამ დიეტის დაცვა არ არის რეკომენდებული ნაწლავებისა და კუჭის ქრონიკული დაავადებების დროს. ასე რომ, თუ არ გაქვთ სანაღვლე გზების, ღვიძლისა და თირკმელების დაავადება, ასევე, კუჭის წყლული, შეგიძლიათ, თამამად დაიწყოთ დიეტა.

დიეტის დროს, შიმშილის გრძნობა შეგიძლიათ უშაქრო მწვანე ჩაის სმით გადალახოთ. დიეტა მკაცრია, თუმცა, დღე-ღამეში, დაახლოებით ერთ ზედმეტ კილოგრამს დაიკლებთ.

პირველი დღე

დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ სამი ცალი ბანანი და დალიოთ სამი ჭიქა უცხიმო რძე. თუ რძე არ გიყვართ, შეგიძლიათ, ის ერთ პროცენტიანი კეფირით ჩაანაცვლოთ.

მეორე დღე

დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ სამი ცალი ბანანი და 200 გრამი ხაჭო. შეგიძლიათ, დალიოთ უშაქრო მწვანე ჩაი ან ლიმონიანი წყალი.

მესამე დღე

დღის განმავლობაში მიირთვით 3 ცალი ბანანი, 1 ფილა შავი შოკოლადი და სამი ჭიქა დაბალკალორიული კეფირი ან უცხიმო რძე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი