ატმის დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00

დიეტის დაცვის დროს აუცილებელია სპეციალურად მომზადებული მწვანე ჩაისა და ატმის კომპოტის დალევა, რომელიც ასე მზადდება: დაგჭირდებათ 400 გრამი ატამი, 4 ლიტრი წყალი, 2 სადილის კოვზი მწვანე ჩაის ფოთლები. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ გარეცხილი ატმები, 15 წუთში დაამატეთ ჩაის ფოთლები და წამოადუღეთ. გადამოდგით ცეცხლიდან და თავდახურული გააჩერეთ. ატმები და ჩაის ფოთლები ამოიღეთ და დალიეთ ლიტრა-ნახევარი ნახარში სითხე დღის განმავლობაში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამის შემდეგ, ერთ საათში, იმავე რაოდენობით. მოხარშული ატმები და კომპოტის წვენი შეინახეთ მაცივარში.
პირველი დღე
9:00 – კომპოტი.
10:00 – 100 გრამი უცხიმო ხაჭო, კომპოტიდან ამოღებული ატამი.
12:00 – ახალი ატამი.
14:00 – 70 გრამი მოხარშული ბრინჯი ზეთის გარეშე, მწვანე წიწაკითა და ბროკოლით.
17:00 – 100 გრამი კომპოტიდან ამოღებული ატამი.
19:00 – ერთი კვერცხის ომლეტი პომიდვრითა და მწვანილით.
მეორე დღე
9:00 – კომპოტის წვენი.
10:00 – 120 გრამი იოგურტი, 100 გრამი ატამი კომპოტიდან.
12:00 – ახალი ატამი.
14:00 – 70 გრამი მოხარშული ბრინჯი ოხრახუშთან ერთად.
17:00 – ატამი კომპოტიდან.
19:00 – 100 გრამი საქონლის ხორცი, 1 ცალი პომიდორი.
მესამე დღე
9:00 – კომპოტის წვენი.
10:00 – 50 გრამი შვრიის ფაფა, ატამი კომპოტიდან.
12:00 – ახალი ატამი.
14:00 – 250 გრამი გამომცხვარი ყაბაყი.
17:00 – ატამი კომპოტიდან.
19:00 – 200 გრამი ორაგული, სალათის ფურცლები.
მეოთხე დღე
9:00 – კომპოტის წვენი.
10:00 – 100 გრამი უცხიმო ხაჭო, ატამი კომპოტიდან.
12:00 – ახალი ატამი.
14:00 – მოხარშული ქათმის ფილე, სალათის ფურცლები.
17:00 – ატამი კომპოტიდან.
19:00 – მოხარშული თევზი, 1 ნაჭერი ჭვავის პური.
მეხუთე დღე
9:00 – კომპოტის წვენი.
10:00 – 120 გრამი იოგურტი, ატამი კომპოტიდან.
12:00 – ახალი ატამი.
14:00 – 70 გრამი მოხარშული ბრინჯი ზეთის გარეშე, პომიდვრითა და ბროკოლით.
17:00 – ახალი ატამი.
19:00 – 100 გრამი მოხარშული ბრინჯი 100 გრამი მოშუშული სატაცური.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან