რჩევები

არაჟნისა და მინერალური წყლის კოქტეილის დიეტა

№11

ავტორი: ანი რევია 11:00

დიეტა
დაკოპირებულია

არაჟნისა და მინერალური წყლის კოქტეილით, საკმაოდ ეფექტურად და სწრაფად შეძლებთ ზედმეტი კილოგრამების მოცილებას და ფორმაში ჩადგომას. სვით ეს კოქტეილი მანამდე, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ. გაითვალისწინეთ, რომ ყოველდღე ახალ-ახალი უნდა მოამზადოთ.

დიეტის დაცვის დროს აუცილებელია, სვათ წყალი, დღეში, მინიმუმ, 2 ლიტრამდე. ასევე, შეგიძლიათ, უშაქრო ყავის დალევაც.

არაჟნისა და მინერალური წყლის კოქტეილი ასე უნდა მოამზადოთ: 500 გრამ 15-პროცენტიან არაჟანს დაამატეთ ნახევარი ლიტრი მინერალური წყალი, 3 კბილი ნიორი, 1 კონა ოხრახუში და კარგად დააბლენდერეთ. სვით 3 დღის განმავლობაში. შემდეგ, ერთი დღე გამოტოვეთ და მიირთვით მხოლოდ ხილი, ბანანის გარდა. მეხუთე დღეს შეგიძლიათ ჭამოთ ცოცხალი ან მოხარშული ყველანაირი ბოსტნეული, კარტოფილის გარდა. შემდეგი სამი დღის განმავლობაში კი, ისევ არაჟნისა და მინერალური წყლის კოქტეილი დალიეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი