რჩევები

7-დღიანი საგაზაფხულო დიეტა და მინუს 7 კილოგრამი

№13

ავტორი: ანი რევია 11:00 04.04, 2022 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ამ დიეტის დაცვა მარტივი არ არის, თუმცა არ გაუჭირდებათ მოტივირებულ ადამიანებს და ისეთებს, ვისაც სწრაფად სურთ ფორმაში ჩადგომა. მთავარია მოინდომოთ.

პირველი დღე – ბოსტნეული

აირჩიეთ ერთი სახეობის ბოსტნეული და მიირთვით განუსაზღვრელი რაოდენობით დღის ნებისმიერ დროს. დალიეთ დღის განმავლობაში, მინიმუმ, 1,5 ლიტრი წყალი.

მეორე დღე – ხილი

უპირატესობა მიანიჭეთ ორი სახეობის ხილს და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში განუსაზღვრელი რაოდენობით. შეგიძლიათ, დაუმატოთ ცოტაოდენი იოგურტი და 0,5 ლიტრი კეფირი.

მესამე დღე – კენკრა

ამ დღეს მიირთვით ნებისმიერი სახეობის კენკრა და არ დაგავიწყდეთ, მინიმუმ, 1,5 ლიტრი წყლის დალევა.

მეოთხე დღე – რძის ნაწარმი

მთელი დღის განმავლობაში მიირთვით ერთი სახეობის რძის ნებისმიერი პროდუქტი.

მეხუთე დღე – ბოსტნეული

ამ დღეს ნებადართულია, მხოლოდ მოხარშული ბოსტნეული.

მეექვსე დღე – ხილი

ეს არის ვაშლის, ატმისა და გარგარის დღე. მიიღეთ განუსაზღვრელი რაოდენობით და ნებისმიერ დროს. შეგიძლიათ, დაუმატოთ უცხიმო იოგურტი და რა თქმა უნდა, სვით დიდი რაოდენობით წყალი.

მეშვიდე დღე – ხილის წვენი

ეს ყველაზე მკაცრი დღეა და შეგიძლიათ, სვათ მხოლოდ ერთი სახეობის ხილის წვენი. თუ კუჭის მჟავიანობის პრობლემა გაქვთ, მაშინ გრეიპფრუტისა და ანანასის წვენი რეკომენდებული არ არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა