5 დღეში მინუს 3 კილოგრამი
ავტორი: ანი რევია 11:00 08.03, 2021 წელი

თუ გიყვართ ბოსტნეულის კერძები, მაშინ არ გაგიჭირდებათ და ამ დიეტის წყალობით, თქვენთვის 5 დღეში მინუს სამი კილოგრამის დაკლება დისკომფორტის გარეშე სავსებით რეალური იქნება. მისი გამეორება ერთი თვის შემდეგაც შეგიძლიათ. ერთადერთი, რისი შეზღუდვაც მოგიწევთ, მარილი და ცხიმია, დანარჩენი ინგრედიენტები თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ქვემოთ მოცემული რეცეპტების მიხედვით მომზადებული კერძები 5-6 მიღებაზე გადაანაწილეთ და დღის განმავლობაში მიირთვით.
პირველი დღე
გახეხეთ მსხვილ სახეხზე 3 ცალი კიტრი და 1 კონა ბოლოკი, წვრილად დაჭერით კამა, ოხრახუში და მწვანე ხახვი. დაასხით 1 ლიტრი უცხიმო კეფირი ან მაწონი.
მეორე დღე
2 ცალი კიტრი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაუმატეთ 200 გრამი ქათმის ან ძროხის მოხარშული ხორცი, 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, წვრილად დაჭრილი მწვანილი და დაასხით 1 ლიტრი კეფირი.
მესამე დღე
1 ლიტრ პურის ბურახში ჩაყარეთ 200 გრამი მოხარშული და დაჭრილი სოკო, 2 ცალი მოხარშული კარტოფილი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი სასურველი მწვანილი, მწვანე ხახვი და ცოტა ნიორი. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ნაკლებცხიმიანი არაჟანი და აურიეთ.
მეოთხე დღე
დაჭერით 200 გრამი მოხარშული თევზი, დაუმატეთ 1 ცალი გახეხილი კიტრი, 1 კონა ბოლოკი, 1 მაგრად მოხარშული კვერცხი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, დაასხით 1 ლიტრი პურის ბურახი და ამოურიეთ.
მეხუთე დღე
გახეხეთ 2 ცალი კიტრი, 1 კონა ბოლოკი. დაჭერით 1 პატარა თავი გათუთქული ყვავილოვანი კომბოსტო, 1 ცალი მოხარშული სტაფილო და 1 ცალი კარტოფილი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, დაასხით 1 ლიტრი მინერალური წყალი, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ნაკლებცხიმიანი არაჟანი და კარგად გადაურიეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან