4-დღიანი ექსპრეს-დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00 08.01, 2024 წელი
თუ გურმანი ხართ და ნებისყოფაც არ გიწყობთ ხელს, ეს ოთხდღიანი ექსპრეს-დიეტა საკმაოდ მკაცრი დასაცავია. თუმცა, თუ ზედმეტი კილოგრამების მოცილების დიდი სურვილი გაქვთ და თავს ხელში აიყვანთ, მინიმუმ, სამ კილოგრამს დაიკლებთ. თუ გაგიჭირდათ და შიმშილის გრძნობამ ძალიან შეგაწუხათ, შეგიძლიათ, შავი შოკოლადი მიირთვათ.
გაფრთხილებთ! თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაწუხებთ ეს დიეტა კატეგორიულად გეკრძალებათ.
პირველი დღე
დღის განმავლობაში, საღამოს შვიდ საათამდე, მიირთვით 300 გრამი მოხარშული წიწიბურა, 5 ცალი ვაშლი, 2 ცალი მანდარინი და დალიეთ 4 ფინჯანი უშაქრო მწვანე ჩაი.
მეორე დღე
დღის განმავლობაში, საღამოს შვიდ საათამდე, მიირთვით 300 გრამი მოხარშული ბრინჯი, 4 ცალი ვაშლი, 2 ცალი მანდარინი და დალიეთ 4 ფინჯანი უშაქრო მწვანე ჩაი.
მესამე დღე
დღის განმავლობაში, საღამოს ექვს საათამდე, მიირთვით 300 გრამი მოხარშული წიწიბურა, 2 ცალი ვაშლი, 1 ცალი ფორთოხალი და დალიეთ 2 ფინჯანი მწვანე ჩაი.
მეოთხე დღე
მთელი დღის განმავლობაში, საღამოს ექვს საათამდე, მიირთვით 300 გრამი მოხარშული ბრინჯი, 2 ცალი ვაშლი, 1 ცალი ფორთოხალი და დალიეთ 2 ფინჯანი მწვანე ჩაი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან