პოლიტიკა

ჟინდაუკმაყოფილებელი?!

№4

ავტორი: ნინო ხაჩიძე 14:37 03.02

ამბები
დაკოპირებულია

ანუ წონიანის უწონადობა

მართალია, ურსულა ფონ დერ ლაიენის რისხვა კარგა ხანია, მოსწვდა საქართველოს ხელისუფლებას, პათოსით, რა დღეში ჩააგდეთ ევროპული დემოკრატიაო, მაგრამ არც თავად აქვს, მაინცდამაინც, დალაგებულად საქმეები თვით ევროპარლამენტში.

კერძოდ, 25 წელია, მუშავდებოდა შეთანხმება, რომელიც ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის თავისუფალ ვაჭრობას გულისხმობდა (უმეტესწილად აგროპროდუქციისას, რამაც, განსაკუთრებით, ფრანგი ფერმერები გამოიყვანა წყობილებიდან, იმდენადაც კი, რომ სულ ნეხვს ისროდნენ შუაგულ პარიზში) და ქ-ნმა ფონ დერ ლაიენმა დავოსის ფორუმის პირველივე დღეს განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება დიდი მიღწევაა და საზეიმოდ მოიხსენია ევროპული პროდუქციის ახალ ბაზრებად სამხრეთ ამერიკის ქვეყნები.

მაგრამ, რაკი ეშმაკს არ სძინავს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ევროპარლამენტს არ ეძინა, მან ეს ხელშეკრულება სამართლებრივი შეფასებისთვის შესამოწმებლად გადააგზავნა. ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები, ნიშნავს 2-წლიან პაუზას, ვინაიდან სწორედ ამდენ ხანს გრძელდება შემოწმების პროცესი. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში მოვლენები ელვის უსწრაფესად იცვლება, არავინ იცის, რა მოხდება ამ პერიოდის განმავლობაში, მით უფრო, სამხრეთ ამერიკაში.

თუმცა, ყველაზე საინტერესო მაინც ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვის წონა, ანუ უწონადობაა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ევროპარლამენტი ამ ჩვენზე შემომწყრალ ქალბატონს დიდად არ უნდა სცემდეს პატივს და იმის ეჭვსაც აჩენს, რომ აწი, ჰა და ჰა, ჩვენი დაცაცხანებით თუ დაიოკებს საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი