პოლიტიკა

ვინ იქნება შემდეგი?!

№2

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:26 20.01

ამბები
დაკოპირებულია

ანუ მოჭამა ჭირი დემოკრატიამ

სანამ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებოდით, აშშ-მა ვენესუელის პირველკაცი მადურო და მისი მეუღლე, ვენესუელაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, კიდეც დააკავა და აშშ-შიც გადაიყვანა, რათა იქ გაასამართლოს (და არ მკითხოთ, რა შუაშია ვენესუელის მოქალაქე და აშშ-ის კანონმდებლობაო. მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს). ოფიციალური აშშ-ური ვერსიით, ვენესუელაში სპეცოპერაციის ჩატარება ნარკოკარტელს უკავშირდებოდა (წამლავდნენ აშშ-სო), თუმცა აშშ-სვე იუსტიციის სამინისტრომ უარი თქვა იმის მტკიცებაზე, რომ ვენესუელური „კარტელ დე ლოს სოლეს“ რეალური დაჯგუფებაა. მოარული ხმებით, ეს კარტელი CIA-ის, ესე იგი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერაა შექმნილი, სწორედაც რომ, ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის და CIA-ის შავი ბიუჯეტის დასაფინანსებლად (ოღონდ ისიცაა, რომ დანამდვილებით ჩვენ ამას არავინ გვეტყვის).

ასეა თუ ისე (უფრო კი ასე), დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამიერიდან ვენესუელის ნავთობს აშშ მიხედავს, ხოლო ჯეი დი ვენსმა კი ვენესუელელებს შეაგონა: „თქვენ გაქვთ ნავთობის გაყიდვის უფლება მანამ, სანამ ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ემსახურებით.“

ბუნებრივია, მე არ ვიცი, ერთი ქვეყანა, რატომ უნდა ემსახურებოდეს მეორის ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ, როგორც ჩანს, შუა საუკუნეები გაშიშვლებულად დაბრუნდა. ხოლო ამის პარალელურად კი, გაირკვა, რომ მადუროს დაკავების საქმეში ამერიკელებთან ვენესუელის კონტრდაზვერვის უფროსი თანამშრომლობდა. შესაბამისად, გენერალი ჰავიერ მარკანო ტაბატა დაპატიმრებულია, მადუროს შემცვლელმა დელსი როდრიგესმა მიაბრძანა, სადაც ჯერ არს. ცნობისთვის, სწორედ ზემოხსენებულ გენერალს გაუცია მადუროს ადგილსამყოფელი და მისივე მეცადინეობით არ იმუშავა საჰაერო თავდაცვის სისტემამ, რამაც მადუროს დაკავება ფრიად გააადვილა. თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომ მადურო თავადვე გაურიგდა ამერიკელებს და იმიტომაც გადააფრინეს აშშ-ში ცოლთან ერთად, რომ მშვიდად და კომფორტულად გალიოს დარჩენილი ცხოვრება ვენესუელის გადაცემის სანაცვლოდ. ბუნებრივია, ჩვენ არც ამ ამბის დეტალებს გაგვიმხელს ვინმე, მაგრამ ერთი რამ აშკარაა: დაპყრობითი ომები დაწყებულია, ანუ მოჭამა ჭირი დემოკრატიამ და ახლა მხოლოდ ისღაა გასარკვევი: ვინ იქნება შემდეგი?!.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი