პოლიტიკა

ვინ და რატომ სთხოვა ბადრი ჯაფარიძეს სესხად ათასი დოლარი

ავტორი: ლუკა ნემსაძე 16:04 12.11, 2020 წელი

ბადრი ჯაფარიძე
დაკოპირებულია

ბადრი ჯაფარიძე ასეთ ისტორიას ყვება: „ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში დიდი გაჭირვება იდგა. შუქი იშვიათობას წარმოადგენდა და გენერატორები („დვიჟოკები“) „ცვეტში“ იყო. გენერატორი მეც მქონდა და მას სხვენში ვინახავდით. ერთ დღეს სხვენში ავედი და განერატორი მოპარული დამხვდა, კაბელიც კი მოეწყვიტათ და წაეღოთ... იმ დღეს შეხვედრა მქონდა და „თიბისიში“ წავედი. სულ რაღაც ნახევარი საათის შემდეგ მეუღლემ დამირეკა და მითხრა, რომ ჩვენი გენერატორი პოლიციამ იპოვა. მე არ განმიცხადებია ქურდობის შესახებ და გამიკვირდა. როგორც გაირკვა, პოლიცია, თურმე, რეიდებს ატარებდა ქალაქში და ერთ-ერთი მანქანის საბარგულიდან კაბელი მოჩანდა. ის მანქანა გააჩერეს და ჩვენი გენერატორიც იქ ნახეს. ქურდები პატარა ბიჭები აღმოჩნდნენ და ქურდობა მაშინვე აღიარეს. პოლიციაში რომ მივედი, რადგან გენერატორი უკვე ნაპოვნი იყო, გამომძიებელს ვკითხე, როგორ შეიძლებოდა ამ პატარა ბიჭებისთვის ციხის არიდება. მან კი მითხრა: მაშინ დაწერეთ, რომ გენერატორი არ მუშაობდაო. მე დავწერე. რამდენიმე დღის მერე სახლში ორმა ქალმა და ორმა მამაკაცმა მომაკითხეს. ბინაში შევიპატიჟე. ვკითხე, ვინ იყვნენ და მითხრეს, რომ იმ ქურდების მშობლები ვართო. მათ მადლობა გადამიხადეს, რომ მათი შვილები არ გავწირე და მთხოვეს, ათასი დოლარი მესესხებინა, რომ გამომძიებლებისთვის მიეცათ. მშობლებს, ცოტა არ იყოს ზედმეტი მოუვიდათ, მაგრამ იმედია, ის ბიჭები არ „გასროკეს“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი