პოლიტიკა

ვაქცინების „დე?დოფალი“

№27

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 14.07

ამბები
დაკოპირებულია

გარიგება და დაჩხვლეტილები

რაკი ქ-ნ ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოში წარდგენა არ სჭირდება, ვინაიდან აწ უკვე ქართველმა „ბავშვმაც კი იცის, ვინ არის კაკო (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ-ნი ურსულა)“, არც მე შეგაწყენთ თავს და მხოლოდ იმას გეტყვით, რომ სწორედ ამ კვირაში ევროპარლამეტმა ხელმეორედ უნდა გამოუცხადოს მას ნდობა, როგორც ევროკომისიის თავქალს. ნდობის ეს განმეორებით მოპოვება კი, არც მეტი, არც ნაკლები, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებს უკავშირდება (სახელდობრ, კორუფციულ გარიგებას, ანუ გაყიდვიდან წილის მიღებას).

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ არც თუ დიდი ხნის წინ ქ-ნი ფონ დერ ლაიენის ბოსტანში კენჭები ევროკავშირის სასამართლომაც ისროლა, დაადგინა რა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ვერ ახსნა დამაჯერებლად და სათანადოდ, თუ რატომ არ გასაჯაროვდა ზემოხსენებული ქალბატონისა და „ფაიზერის“ გენერალური დირექტორის მიმოწერა, რის საფუძველზეც ბრიუსელმა „ფაიზერთან“ მრავალმილიარდიანი შეთანხმება გააფორმა.

ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, რას მოიმოქმედებენ ევროპარლამენტარები, დიდი ალბათობით, ისევ დატოვებენ ქ-ნ ფონ დერ ლაიენს პოსტზე, ვინაიდან, თუ არაფერი ჩაუდენია, ეს სამართლიანი იქნება, ხოლო, თუ გარიგდა, მასში მხოლოდ ურსულა ფონ დერ ლაიენი არ იქნებოდა ჩარეული (ანუ ევროპარლამენტარების ნაწილის, სავარაუდოდ, ბობოლების ინტერესი იქნება ნდობის ხელახლა გამოცხადება).

გავიხსენოთ, რომ პოლიტიკა ფრიად არაკეთილსინდისიერი რამაა, მაგალითად, ამას წინათ გაირკვა, რომ ევროკავშირმა, სანქციების გვერდის ავლით, მაროკოდან და ესპანეთიდან ასობით ათასი ტონა რუსული დიზელის საწვავი მიიღო (El Pais გვამცნობს), და სანამ ჩვენ, უბრალო მოკვდავები და დიდი პოლიტიკის პროქსი-მონაწილეები ამ გარიგების დეტალებს გავიგებთ, ხახვივითაც შერჩა უკვე ყველას მილიარდობით ადამიანების ყოვლად უსარგებლო (თუ მავნებელი არა) ვაქცინებით დაჩხვლეტა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა