პოლიტიკა

უცხოპლანეტელების რისხვა

№6

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 15.02, 2022 წელი

უცხოპლანეტელების რისხვა
დაკოპირებულია

ანუ სიბრძნე ბრიტანულ-უფოლოგიურად

როგორც ჩანს, არა მხოლოდ ჩვენ, ნაქებ დასავლეთშიც, სახელდობრ, დიდ ბრიტანეთშიც მაგრად უბერავენ (ბოდიში მომითხოვია ჟარგონისთვის, მაგრამ „აკვდება“ იმ ამბავს, რომელიც უნდა გიამბოთ). სახელდობრ, თვით ბრიტანულმა Daily Star-მა გამოაქვეყნა სტატია, რომ, თურმე, უცხოპლანეტელები, არც მეტი, არც ნაკლები, დედამიწელებთან კონტაქტს პუტინის ბრექის გამო გაურბიან.

ერთგვარი დამშვიდების საფუძველს ის იძლევა (პრინციპით: წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო), რომ ამ მოსაზრების ავტორი ბრიტანელი უფოლოგი ნიკ პოუპია.

ხსენებული უფოლოგის მტკიცებით, ვლადიმირ პუტინის მუდმივი მუქარები ამცირებენ შანსს, რომ უცხოპლანეტელებმა გაბედონ და დედამიწის მკვიდრებთან ურთიერთობა მოისურვონ, რატომ? იმიტომ რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან, თუ რა ხდება ჩვენს პლანეტაზე და ხვდებიან, რომ ფრიად და ფრიად პრიმიტიულია რუსულ-უკრაინული დაძაბულობა, შესაბამისად, ცხადია, მაღალგანვითარებული უცხოპლანეტელები (სინათლის უამრავი წლით გვისწრებენ განვითარებითო), უარს იტყვიან, ჩამოვიდნენ დედამიწაზეო. მაგრამ უფოლოგი იქვე დასძენს, რომ დიდი ბრიტანეთის აქტიურობა რუსეთის მუქარის წინააღმდეგ სასურველ შედეგს გამოიღებს და უცხოპლანეტელებს გულს მოულბობს (მაშასადამე, მიხვდებიან, რომ დედამიწაზე ისეთი მაღალგანვითარებული არსებებიც არიან, როგორც ბრიტანელები). ყოველი შემთხვევისთვის, მოვიტან ნიკ პოუპის ციტატას: „უცხოპლანეტელები განცვიფრდებიან დიდი ბრიტანეთის სიბრძნით, რომელიც რუსეთს უპირისპირდება.“

რაკი „დეილი სთარი“ უფოლოგის ნააზრევით დაინტერესდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მასში ჭეშმარიტების მარცვალი დაინახა.

მეორე მხრივ, უცხოპლანეტელებიც იქით იყვნენ და უფოლოგებიც, მაგრამ აი, ის კი ვერ გამიგია, ეს პრ.-ი პუტინი სრულიად დასავლეთს ქრისტეს ფეხის მკვნეტელად რად გამოჰყავთ – ვითომ კრემლი რფ-ელი პირველკაცის პიარში უხდის ფულს?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა