პოლიტიკა

უკუღმართი სამეფო ვნებანი

№9

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:55

ამბები
დაკოპირებულია

ანუ რისხვა კერძად შეგულებულთათვის

გემახსოვრებათ, რომ ეფშტეინისა თუ ეფსტინის საქმედ წოდებული სკანდალის გახმაურების შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში მეფის ძმა ენდრიუს პრინცის სტატუსი ჩამოართვეს და სასახლიდანაც გააძევეს, თუმცა, მოგვიანებით, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა და ყოფილი პრინცი (მორიგი ფაილების გამოქვეყნების შედეგად) საერთოდაც დააკავეს.

მეორე მხრივ, რთული დასაჯერებელია, რომ ან მეფის ოჯახმა და, მით უმეტეს, „მი 6-მა“ არაფერი უწყოდა აწ უკვე ყოფილი პრინცის უკუღმართი ვნებების შესახებ, შესაბამისად, როგორც ჩანს, მოქმედებდა რუსული პრინციპი – íå ïîéìჭí íå âîð.

ასეა თუ ისე, ახლახან შევიტყვეთ, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას სანქციების პაკეტი გამოუცხადებია (ცხადია, რუსეთის წინააღმდეგ). ისინი 300-მდე კომპანიასა და პიროვნებას შეეხება და, რაც ყველაზე საინტერესოა, სანქციები დაუწესდათ კომპანიებს, რომლებიც, გაერთიანებული სამეფოს აზრით, ავრცელებენ დეზინფორმაციას, რაც აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს.

ეს ამბავი საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა (გარეტ უორდი) გვაუწყა, როგორც ის, რომ გაერთიანებული სამეფოს მსახვრალი ხელი ტელეკომპანიებს: „იმედსა“ და „პოსტივის“ შეეხო: დიახ, მათ სანქციები დაუწესდათ.

რატომ? იმიტომ, რომ ისევ და ისევ, გაერთიანებული სამეფოს აზრით, ეს ორი ტელეკომპანია „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში არიან ჩართულნი“.

თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენებური ოპოზიცია კვლავ გაერთიანდა ძველი მიზნით: შეაგროვონ მონაცემები აქციებისას, თითქოს, ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შესახებ, აქვე დავამატებთ, „ბი ბი სის“ მიერ გამომცხვარ სიუჟეტს, ეგრეთ წოდებული, კამიტის შესახებ, სავარაუდოა, რომ ახალი ტალღა იწყება, ოღონდ არსენალში კვლავ ძველი შეიარაღებაა, ხოლო, თუ ამ აჯაფსანდალს ზემონახსენები ყოფილი პრინცის ვნებებს მოვაყრით საკაზმად, რა თქმა უნდა, ჩნდება ეჭვი, რომ აჯობებდა, საკუთარი ვნებებისთვის მიეხედათ, მაგრამ, მათ შორის, დემოკრატიული სამყაროს ლოგიკით, რაც ეპატიება ბრიტანელ ნაპრინცალს, არ ეპატიება კერძად შეგულებულს...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი