პოლიტიკა

ტრფობა ევროკავშირულად

ავტორი: ნინო ხაჩიძე 19:00 03.06

ამბები 1
დაკოპირებულია

ანუ მტლად დასადებები

მაშინ, როდესაც იქით – აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ მიიღო, ეგრეთ წოდებული, „მეგობარი“ აქტი (რაც ჩინეთის, რუსეთისა და ირანის გავლენების აღკვეთას გულისხმობს საქართველოში, ცხადია, აშშ-ის მხარდაჭერითა და ქართული ხელებით), აქეთ კი – ევროკავშირი გვამუნათებს, მათ შორის, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გამო, გაირკვა, რომ 2024 წელს ევროკავშირმა ჩინეთიდან 213.3 მილიარდი ევროს პროდუქცია შეიტანა, ხოლო ჩინეთში 517.8 მილიარდი ევროს ღირებულებისა გაიტანა. ევროკავშირი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია (მის წილად იმპორტის 21.3 პროცენტი მოდის, ჩინეთის შემდეგ აშშ-ია, ხოლო აშშ-ის შემდეგ – დიდი ბრიტანეთი). მეორე მხრივ, ჩინეთი ევროკავშირის მსხვილი საექსპორტო პარტნიორიცაა, ოღონდ ამჯერად აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ. სულ ახლახან კი, სახელდობრ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისასალმებელია ჩინური ინვესტიციები.

ეს ამბავი ბ-ნმა მაკრონმა სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გვაცნობა. ტელეფონით კი მხარეებმა ფრიად და ფრიად საფუძვლიანად გაიბაასეს. ბ-ნმა სიმ ბ-ნი იმანუილი დაარწმუნა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ევროკავშირის სტრატეგიულ დამოუკიდებლობას და მზადაა, ითანამშრომლოს მათთან გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად.

ხოლო, თავის მხრივ, იმანუილ მაკრონი ბრძანებს, რომ (მომყავს ციტატა): „ევროპამ და ჩინეთმა უნდა გააღრმაონ ურთიერთობა და დიალოგი ორივეს ინტერესების დასაცავად“.

ბუნებრივია, ჩვენ, როგორც მშვიდობის მტრედები, მივესალმებით ევროკავშირსა და ჩინეთს შორის არა მარტო მჭიდრო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ ურთიერთობებს, თუმცა გაუგებარია, ჯერ ერთი, რატომ არ შფოთავს აშშ ევროკავშირისა და ჩინეთის დაახლოებაზე (ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ტერიტორიაზე მხოლოდ მათ შორის დამაკავშირებელი ერთ-ერთი დერეფანი გაივლის) და, მეორე მხრივ, თუ ევროკავშირს შეუძლია, ითანამშრომლოს ჩინეთთან, რა დააშავა საქართველომ?!

ხოლო, რაკი ამ კითხვაზე პასუხი უცნობია, ვეჭვობ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ფიქრობენ, რომ საქართველოს როლი დასავლურ-ჩინურ ურთიერთობებზე მტლად დადებაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა