პოლიტიკა

ტროცკის შთამომავლობა

№37

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ქართული ლიბერალიზმის ფაშისტობა

გასული კვირის მიწურულს აშშ-ში, კერძოდ, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცნობილი ამერიკელი პოდკასტერი და კონსერვატიული ღირებულებების დამცველი ჩარლი კირკი მოკლეს, როდესაც ის სტუდენტებს შეკითხვებს პასუხობდა. დონალდ ტრამპსაც უჭერდა მხარს და ოჯახურ ღირებულებებსა და ქრისტიანობასაც, იმის პარალელურად, რომ მიგრანტების შემოდინებას ეწინააღმდეგებოდა.

შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ამ მიზნით შეირჩა სამიზნედ და მისნაირად მოფიქრალთა დასაშინებლადაც, მაგრამ ყველაზე გასაოცარი (თუმცა რაღა უნდა იყოს ადამიანის მკვლელობაზე მეტი?!) მაინც ჩვენებური, ეგრეთ წოდებული, ლიბერალების რეაქცია იყო, რომლებიც სიხარულს ვერ მალავდნენ, პათოსით: ეს ერთი და სხვა მრავალიო (თუმცა შეფასებები უფრო ველური და არაადამიანური იყო), რაც, ბუნებრივია, აჩენს კითხვას: როდის და ვინ მოახერხა, ასე დაშორებულიყო ქართველი საზოგადოების ნაწილის მენტალობა საკუთრივ ქართულსა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებს (აქ ყველაზე საინტერესო ის არის, ეს ჩვენებური ლიბერალები რომ ილიასა და ვაჟას ეფარებიან და ამ დროს თვით ლეიბა ბრონშტეინსაც რომ შეშურდება, ისეთი პირწავარდნილი ტროცკისტებივით იქცევიან).

ერთი სიტყვით, სანამ ჩვენებური, ეგრეთ წოდებული, ლიბერალები მოკლულის ცხედარზე ხალისობდნენ, გაირკვა, რომ მარკო რუბიოს მოადგილე ყველას, ვინც კირკის მკვლელობას ამართლებს, აშშ-ის ვიზების გაუქმებით ემუქრება. რთული სათქმელია, მართლაც გაუუქმებენ თუ არა ვიზებს მკვლელობით გახალისებულებს, მაგრამ კითხვა კითხვად რჩება: როგორ მოუხერხდა ლევ ტროცკის საქართველოში ამდენი შთამომავლის დატოვება?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა