პოლიტიკა

თავისუფლების არსი...

№33

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 23.08, 2022 წელი

თავისუფლების არსი
დაკოპირებულია

ანუ მკვდარი ლომი თუ ცოცხალი ძაღლი?!

უკრაინაში ომი გრძელდება და, სამწუხაროდ, არც უკრაინელების დაპირებულ კონტრშეტევას უჩანს პირი, ამის პარალელურად კი, პრ.-ი პუტინი აღმოსავლელ ლოდერებს ხვდება და ფრიად ნაყოფიერადაც და, თუმცა იმ აღმოსავლელ ლიდერებს შორის თურქეთის პრეზიდენტიცაა, აი, იმ თურქეთის, რომელიც „ნატოს“ წევრია, პატივცემულ რეჯებს გადაბრუნებული სიტყვა რაა, იმასაც კი არ (თუ ვერ?!) აკადრებენ და არა მხოლოდ დასავლელები, თვით უკრაინის ხელისუფლების ჩვენზე ალესილი მაღალჩინოსნებიც (იმიტომ რომ ძალა აღმართს ხნავს, ჩვენ კი, აბა, ვის დავკარგვივართ?!).

ხოლო ამასობაში „ვაშინგტონ პოსტმა” დაითვალ-გაითვალა და დაადგინა, რომ რფ-მ იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც უკრაინაში დაიკავა, უფრო ზუსტად, მიწასთან გაასწორა, სასარგებლო წიაღისეულის სახით უკვე მიიღო 12 ტრილიონ დოლარზე მეტი სიმდიდრე.

მათ შორისაა, უკრაინის ქვანახშირის რესურსების 60 პროცენტი, ბუნებრივი აირის მარაგის 20 პროცენტი და მეტალის მარაგის 40 პროცენტი. აღარაფერს ვამბობ მილიონ ტონაზე მეტ ხორბალსა და იმაზე, რომ უკრაინელ ფერმერებს წელს გაუჭირდებათ მოსავლის დათესვა და მოყვანა.

მეორე მხრივ, ევროკავშირს ისევ მიეწოდება რუსული გაზი და ნავთობი, წინ კი ზამთარია და საცურაო აუზებზე ხელის დასაბან ონკანებში ცხელი წყლის გამორთვა საქმეს ვერ უშველის.

თავისუფლება, უდავოდ, დიდი მონაპოვარია (თუმცა ისიცაა, რა არის თავისუფლების არსი ამ ცნების, სწორედაც რომ, არსობრივი გაგებით?!), და, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მრავალრიცხოვანი ერია, მაინც არ ვიცი, მკვდარი ლომი ჯობია თუ ცოცხალი ძაღლი?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა