პოლიტიკა

სოციალისტურკავშირლობიდან – ევროკავშირლობამდე

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 01.04

ამბები
დაკოპირებულია

ანუ განყვარებულები?!

შესაძლოა, იმიტომ რომ დიდი ხანია, ევროკავშირელები არიან, მანამდე კი სოციალისტურკავშირლები იყვნენ, უკეთ ერკვევიან პოლიტიკურ მოვლენათა არსში – ახლოდან აქვთ შედარების შესაძლებლობა, უნგრეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს (პეტერ სიარტო და იურაი ბლანარი) განუცხადებიათ, რომ უკრაინას იარაღს არ მიაწვდიან (ეს ამბავი „დოიჩე ველემ“ გვაცნობა).

სლოვაკეთის ნომერ პირველ დიპლომატს არც დაუმალავს, რომ სლოვაკეთი რუსულ გაზსა და ბირთვულ საწვავზეა დამოკიდებული, ამიტომაც ჩვენი ინტერესებით ვმოქმედებთო (მეორე მხრივ, რატომ არ იმოქმედებენ, როდესაც რფ-ს მათთან ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს?!). ჩვეულებისამებრ, ხისტი იყო უნგრეთის ნომერ პირველი დიპლომატი – არც ვაწვდიდით და არც მივაწვდითო; მით უფრო, უკრაინაში ევროპის ქვეყნების შეიარაღებული ძალების შეყვანა მეტად და მეტად სახიფათოაო. თუმცა ევროკავშირის 18-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდებას. ბუნებრივიცაა, ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებსაც უშუალოდ ემუქრება რუსეთის გეოპოლიტიკური მადა (ისევე, რუსეთის ინტერესებს ემუქრება მათი გეოპოლიტიკური მადა).

ევროკავშირს არ აქვს ბერკეტი, იმოქმედოს ცალკეული წევრების გადაწყვეტილებაზე და ისიც გასაგებია, თუ რატომ აქტიურობენ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, მაგრამ აქ, ვფიქრობ, სულ სხვა რამაა საინტერესო. კერძოდ, საფრანგეთის პოზიცია: მოგეხსენებათ, ემანუელ მაკრონი, თუ მთლად „ნატოს“ სამხედრო კონტინგენტის არა, ფრანგული სამხედრო დანაყოფების შეყვანის ინიციატივით გამოვიდა და ემზადება კიდეც თავისი სამხედროების შესაყვანად უკრაინის ტერიტორიაზე (ჯერჯერობით დაუზუსტებელია, ოდესისკენ თუ დნეპრის გასამაგრებლად), მაგრამ საფრანგეთი მეთექვსმეტეა, უკრაინისთვის გაწეული დახმარების ოდენობით. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რარიგ ტკბილად მიირთმევდნენ ყავას მაკრონი და პუტინი მაკრონის პრეზიდენტობის აისზე, საკითხავიც ისაა: რით გაანაწყენა ასე საბედისწეროდ ვლადიმირმა ემანუელი?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული