პოლიტიკა

სქესთა დილემა

№34

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 02.09

ამბები
დაკოპირებულია

ანუ შერეულ-გადაზელილნი?!

ყველას გვახსოვს აგრესიული კამპანია, რომ ქალი და მამაკაცი მოძველებული სქესია და ადამიანს შეუძლია, იყოს ის, ვინც უნდა (თუნდაც, ძროხა ან უსქესო) და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მავანი ტვინამღვრეული მამაკაცების საპირფარეშოში ქალის ჰიგიენური ტამპონების უფასოდ დარიგებასაც კი ითხოვდა (შეიძლება, შესაძენი ფული არ ჰქონდეთო და მერე რა, რომ, გარდა ფულისა, ტამპონი რომ დაგჭირდეს, სულ მცირე, საშვილოსნო უნდა გქონდეს). ეს გენდერული ბაქკანალია ამ ეტაპზე იმით დასრულდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ისევ ორი სქესის ვერსიას დაუბრუნდა, თუმცა ამ ამბავს კვლავ არ იზიარებს ევროპული ცივილიზაციის პირმშო – ევროკავშირი.

არ იზიარებს, ვინაიდან კვლავაც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს, მათ შორის, კანონი არასრულწლოვანთათვის ელ გე ბე ტე პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, ცხადია, გამჭვირვალობის კანონთან ერთად (თუ გსურთ, დაბრუნდეთ ევროპულ ოჯახშიო, რაც პირადად მე მიჩენს კითხვას: ორი სქესით ევროპამდე ვერ ჩავაღწევთ, მაინცდამაინც რამენაირად გადახრილად უნდა განვიცადო თავი?!). მოკლედ, ასეა თუ ისე, დონალდ ტრამპმა განაცხადა (მომყავს ციტატა): „კალიფორნიის ნებისმიერი სკოლა, რომელიც არ დაემორჩილება ჩვენს ტრანსგენდერულ პოლიტიკას, დაფინანსებას არ მიიღებს (მოკალი და ვერ ეგუება ზოგიერთი, რომ მამაკაცი მამაკაცია, ქალი კი – ქალი). მეორე მხრივ, ვითარება არც თუ სახარბიელოა, რადგან გამოდის, რომ, როგორც დასავლეთში გადაწყვეტენ, ჩვენი სქესიც ისე შეიცვლება?! ანუ ხან ქალ-მამაკაცები ვიქნებით, ხანაც შერეულ-გადაზელილ სქესისანი?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა