პოლიტიკა

სისხლს მოწყურებულები

№34

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 01.09

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ომის აპოლოგეტები

იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე მეტად სწორედ ომის მიმდინარეობისას იტყუებიან, დაზუსტებით არავინ იცის, რამდენი ადამიანია დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული თუ დასახიჩრებული რუსეთ-უკრაინის პროქსი-ომში, რომელიც დემოკრატიისა და ლიბერალიზმისთვის ბრძოლის ნათელი იდეითაა შეფუთული, სინამდვილეში კი, უბრალოდ, გავლენებისთვისაა დაპირისპირება ამ დაუნდობელ სამყაროში. და ამ ბრძოლაში უკრაინას საზარბაზნე ხორცის როლი აქვს, იმ მარტივი მიზეზით, რომ, თუმცა რუსეთიც ომობს და მისი მოქალაქეებიც იღუპებიან, რუსული სახელმწიფო თავისი უსაფრთხოების ამოცანებს წყვეტს (როგორც მას ესმის), აი, უკრაინა კი მხოლოდ მოკავშირეების ამოცანების გადასაწყვეტადაა განწირული.

ხოლო, რაკი ამისთვისაა განწირული, ბუნებრივია, არავინ ამხელს, რამდენია უკრაინის დანაკარგი, მაგრამ, რადგან არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს, ჰაკერებმა, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემთა ბაზა გატეხეს და გამოამზეურეს ცნობა ომში მილიონ 700 ათასი უკრაინელის დაღუპვისა და გაუჩინარების შესახებ.

ყველაზე დიდი დანაკარგი, გამომჟღავნებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 2025 წელს განუცდია – 621 ათასი ადამიანი. რაც მთავარია, ინფორმაციას ახლავს ფოტოებიც და მონაცემები დაღუპვისა და გაუჩინარების ადგილმდებარეობის შესახებ.

ამის მიუხედავადაც, ჩვენს თანამემამულეთა შორის რჩებიან ისეთები (არც თუ მცირერიცხოვანნი), რომლებიც ამ დანაკარგებს არ იმჩნევენ, პათოსით, რომ ომის მიზანი დიადი და ნათელია. ამდენად, ვეჭვობ, აქაც დიდი სიამოვნებით დააკვირდებოდნენ სისხლიან კალოს, ოღონდ, ბუნებრივია, იგულისხმება, რომ საკუთრივ მათ და მათი ოჯახის წევრებს არაფერი მოუვათ და მხოლოდ სხვების დამტირებლების როლში იქნებიან, თუმცა, სამყაროს კანონებით, ჩვეულებისამებრ, სხვებისთვის განზრახული ატყდება ხოლმე ადამიანს თავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა