პოლიტიკა

„სიმამაცე“ ლიეტუვურად

№28

ავტორი: ნინო ხაჩიძე 21:00 21.07

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ლაჩრობის შემნიღბავები

მაშინ, როდესაც ევროდეპუტატი რასა უიკნევიჩიანე (ლიეტუვიდან), სამწუხაროდ, წვრილმან თაღლითს ემსგავსება (სულ ახლახან პატივსაცემი ასაკის ქალბატონმა ბრძანა, რომ მზია ამაღლობელი ციხეში სცემეს და არ აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება, არაფერს ვიტყვი, მის ჩაუქობაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღების საქმეში, რის მიხედვითაც, ევროპარლამენტი ლამის უკვე იმას გვისაზღვრავს, რა სიხშირით უნდა ჩავისუნთქოთ ჰაერი და ეს მოქმედება, რა პოზაში განვახორციელოთ), გავრცელდა ინფორმაცია (წყარო „ბლუმბერგია“), რომ ლიეტუვის პრემიერი (განტაუტას პალუცკასი) და სეიმის თავკაცი (საულიუს სკვერნიალისი) თავშესაფარში გადაიყვანეს. რატომ? იმიტომ რომ ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტი შეიჭრა.

სავარაუდოდ, რაკი შიშს დიდი თვალები აქვს, ამოუცნობი მფრინავი ობიექტი „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენ აპარატს მიამსგავსეს, ამიტომაც გადამალეს ქვეყნის ხელისუფლების ორი თავკაცი, თუმცა, მოგვიანებით, დადგინდა, რომ ეს, უბრალოდ, ხელნაკეთი აპარატი იყო, რომელიც არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა ბუზსაც კი და ის ბელორუსის საზღვრიდან ერთ კილომეტრში თავად ჩამოვარდა. ხოლო, თუ გავიხსენებთ არა მხოლოდ ლიუტუველი ევროდეპუტატების, არამედ ლიეტუვის ხელისუფლების წარმომადგენელთა გაშმაგებას საქართველოსადმი, ჯეროვნად არ უპირისპირდებით რუსებსო, ვფიქრობ, ეს ინციდენტი მოწმობს, რომ ჩვენი ბალტიისპირელი მეგობრები თავიანთი გაშმაგებით საკუთარ სილაჩრეს ნიღბავენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა