პოლიტიკა

სიყალბის ტყვეები

№11

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ქოსატყუილები

რაკი ყველაზე მეტს ომის დროს იტყუებიან, ვერც ირანში ომია გამონაკლისი. კერძოდ, გასულ კვირას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტერ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ამერიკულმა სამხედრო გემმა ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერი ისე ლამაზად გაიყვანა, რომ გუშაგთა კორპუსელებს ბუზიც არ აუფრენიათო. მეტიც, მას ენერგეტიკის მინისტრიც დაეთანხმა – ზუსტად ასე მოხდაო.

როგორც ჩანს, ამ ამბავმა ფრიად გაახარა მავანნი და ნავთობის ფასიც უცებ ჩამოვარდა, მაგრამ ამასობაში თეთრმა სახლმა, არც აცია, არც აცხელა და იუარა, ანუ ამერიკულ გემს ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერი არც სადმე გაუყვანია და არც გამოუყვანიაო. ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გაირკვა, ერთი მხრივ, ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა, ხოლო ორივე ჩინოვნიკმა კი თავიანთი შეტყობინებები გააქრეს.

რა თქმა უნდა, ომის დროს ტყუილები მოსულა, ოღონდ ზემოთქმული (ნავთობის ფასს რომ განცხადებები განსაზღვრავს) იმასაც მოწმობს, რომ ამ შეფუთულ ველურ სამყაროში ყველაფერი ყალბია...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი