პოლიტიკა

სიანცე – ნიდერლანდურად

№18

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 07.05

ამბები
დაკოპირებულია

ანუ მისი აღმატებულების ვნებანი?!

ლამის დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან შევეჩვიეთ, რომ დასავლელი ელჩები ფრიად თავნებობენ (რუსები, ხომ, თავისთავად, კარგა ხანია და შევნიშნავ, რომ მნიშვნელოვანწილად სწორედ რუსული თავნებობის შედეგიცაა დასავლეთისკენ ასე ძალუმად ჟინიანი ლტოლვა). საშინაო საქმეებში ჩარევა და მეტად არადიპლომატიური გამოხდომები მათ ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. ამჯერადაც ელჩზე ვისაუბრებთ, ოღონდ ოდნავ განსხვავებული რაკურსით).

მოგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ელჩი მელინე არაქელიანი სამცხე-ჯავახეთს ეწვია და ნინოწმინდისა და ახალქალაქის მერები, შესაბამისად, ანვარდ მოსოიანი და მელქონ მაკარიანი მოინახულა. ხსენებული ბატონები ელჩს მუნიციპალიტეტებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, არსებული რესურსებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრნენ და უფრო მეტიც, პატივცემულებმა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებსა და ნიდერლანდების საელჩოს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც მიმოიხილეს.

ბუნებრივია, ელჩს თავისუფლად შეუძლია, გადაადგილდეს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში: დასამალი არაფერი და არავინაა, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ხსენებული მელინე არაქელიანი ნიდერლანდების სომხური დიასპორის წარმომადგენელია და სწორედ, აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა, რატომ აირჩია მაინცდამაინც ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტები ნიდერლანდელმა მისმა აღმატებულებამ?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი