პოლიტიკა

შეშფოთებული ევროპა

№2

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:33 21.01

ამბები
დაკოპირებულია

ანუ „ავაზაკთა ბუნაგი“?!

იმას გარდა, რომ აშშ ვენესუელის ნავთობს დაეპატრონა და ამ ამბავს პირდაპირი კავშირი აქვს ჩინეთთან, ისევე, როგორც ირანში არეულობებს (ორივე კვალი კი ისევ და ისევ ნავთობთან მიდის, რომელიც ორივეგან ჩინეთისთვის იყო განკუთვნილი), აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებით, აშშ-მა 66 საერთაშორისო ორგანიზაცია დატოვა (მათ შორის, ვენეციის კომისიაც) და დონალდ ტრამპმა ისიც კი განაცხადა, რომ ეეჭვება, „ნატო“ გვერდით დაუდგეს, თუკი აშშ-ს გაუჭირდება. მაგრამ, თუ მის მანამდე გაკეთებულ განცხდებას გავიხსენებთ, რომ „ნატო“ აშშ-ის გარეშე არაფერია და თუ არაფერია, გვერდითაც ვერ დაუდგება, თუმცა „ნატოელები“, ვფიქრობ, ჩვენი ჩარევის გარეშეც მოგვარდებიან.

მეორე მხრივ, საკმაოდ ხისტად გამოეხმაურნენ აშშ-ის პრეზიდენტის ქმედებებს ევროპელი ლიდერები: იმანუილ მაკრონი შფოთავს, რომ აშშ-მა ზურგი აქცია მოკავშირეებს, გერმანიის პრეზიდენტი აშშ-ს საგარეო პოლიტიკასაც უწუნებს და დანარჩენებს მოუწოდებს, რომ მსოფლიო წესრიგი ავაზაკთა ბუნაგად არ გადააქციონ (ვეჭვობ, რომ მთავარ ავაზაკად აშშ-ის ხელისუფალს მოიაზრებს), ხოლო ჩვენთვის კარგად ცნობილი კუბილიუსი (ევროკომისარი თავდაცვის მიმართულებით) განგაშის ზარებს არისხებს, აშშ-ის სამხედრო ოპერაცია გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად „ნატოს“ დასასრულს ნიშნავსო. რაკი დავით აღმაშენებლის იმპერია დასრულდა და ცოცხლები ვართ, „ნატოს“ დასასრულზე დიდად ვერ ვინაღვლებ, მაგრამ აი, ის კი, რომ აღარანაირი ფასი აღარ აქვს არც ადამიანის და არც ქვეყნის სუვერენიტეტს, მთლად სასიამოვნო მომავალს არ უნდა გვიქადდეს...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი