პოლიტიკა

შერჩევითი ქველმოქმედება?!

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 05.04, 2022 წელი

მამუკა ხაზარაძე
დაკოპირებულია

მაშასადამე, ალაგ-ალაგ ქველმოქმედები...

იმას გარდა, რომ განვიცდით უკრაინაში დატრიალებულ ტრაგედიას, რომელსაც ბოლო არ უჩანს, ჩვენიც გვაწუხებს, ვინაიდან, როგორც უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი (რასაც კრემლი ჯიუტად უწოდებს „სპეცოპერაციას“), ფაქტი ფაქტად რჩება – ცხინვალის სამხედრო ბაზიდან რუსულ ტანკს დათვლილ წუთებში შეუძლია აღმოსავლეთისა და დასავლეთი საქართველოს ერთმანეთისგან მოწყვეტა (2008 წლის ომის შედეგით, რის შემდეგაც აშშ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ობამამ რფ-ის იმჟამინდელ პრ.-თან, დმიტრი მედვედევთან გადატვირთვის პოლიტიკა გააჩაღა); მეტიც, სამხრეთ კავკასიაში თოფის გავარდნას გაცილებით უარესი შედეგი ექნება, ვიდრე ისაა, რაც ახლა უკრაინაში ხდება (ჩვენს რეგიონში მართლაც ვეღარ იცნობს ძაღლი პატრონს). ამდენად, სავსებით ბუნებრივია, რომ, რითაც შეგვიძლია, ვეხმარებით უკრაინელებს, რომლებიც ჩვენ თვალწინ წერენ თავიანთი სისხლით თავიანთსავე ისტორიას და ერთიანი ცნობიერების შექმნის პროცესს აჩქარებენ (სამწუხაროდ, ისტორია სისხლით იწერება და ჩვენც იმდენი სისხლი გვაქვს დანთხეული ამ მიწისთვის, რატომღაც, მგონია, რომ ამიტომაცაა ასე ნაყოფიერი და, საბოლოოდ, ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ მოიკიდა ფეხი).

უკრაინის ტრაგედიით შეძრულმა „თი ბი სი ბანკის“ მესვეურებმა განაცხადეს, რომ უკრაინელ ლტოლვილებს „თი ბი სი დაზღვევა“ უფასოდ მოემსახურება, ასევე, „მაკდონალდშიც“ უფასოდ მოემსახურებიან ლტოლვილ უკრაინელ ბავშვებს (ანუ მარაქაში თემურ ჭყონიაც გაერია). ნორმალურ ადამიანს მხოლოდ თუ გაახარებს მსგავსი შემოთავაზებები, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოში 550 000 ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს და ქუჩაში თუ თვალს მოვავლებთ ბავშვებს, იოლად მისავედრია, რას მოწმობს მათი გაყვითლებული სახეები – სათანადოდ ვერ იკვებებიან! აღარაფერს ვამბობ მარტოხელა პენსიონერებზე, წამლებსაც რომ სწვდება მათი პენსია. შესაბამისად, იბადება კითხვა: ჩვენებურ ბიზნესმენებს, მაინცდამაინც, მაშინ შემოუტევთ ხოლმე ქველმოქმედების ჟინი, თუ ბომბები ცვივა?! თუ, რაკი უკრაინელების დახმარება საერთაშორისო მარაქაში გარევის შესაძლებლობაა, ამიტომაც მოსულა ხელგაშლილობა?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი