პოლიტიკა

შემონათვალი

№19

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 20.05

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ვინ დარჩება დოყლაპიად?!

საუდის არაბეთში აშშ-ისა და რფ-ის მოლაპარაკებები თითქოს ისევ გრძელდება, ამის პარალელურად, ირანსა და აშშ-ს შორისაც; მეტიც, ტრამპის ადმინისტრაციამ თვით ჰუსიტებთანაც კი გამონახა საერთო ენაო და ეს იმ ფონზე, როდესაც უკრაინამ და აშშ-მა უკვე მოაწერეს ხელი უკრაინის სიმდიდრეების ნახევარ-ნახევარზე განკარგვის ხელშეკრულებას და უკრაინის რადამ რატიფიცირებაც გაუკეთა ამ დოკუმენტს. ხოლო ამასობაში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ვენსმა ბრძანა, რომ აშშ-ს არ სურს უკრაინის დაშლა, თუმცა დასძინა (მომყავს ციტატა): „რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ მას მისცემენ ტერიტორიას, რომელიც მას ჯერ კიდევ არ დაუპყრია. და ეს არის ერთ-ერთი რამ, რაც მათ იმ თავდაპირველ სამშვიდობო გეგმაში ჩადეს“ და ისიც მოაყოლა, რომ აშშ დატოვებს მოლაპარაკებებს, თუ რუსეთი არაკეთილსინდისიერად მოიქცევა. ბუნებრივია, იბადება კითხვა: რას ნიშნავს არაკეთილსინდისიერი ქცევა?! მივყვეთ ლოგიკას: რფ-მ კონსტიტუციით შეიერთა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინა, ეგრეთ წოდებული, „მალოროსია“, რომელიც სრულად ჯერ არ დაუკავებია მის ჯარებს. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მოუწოდებს რუსეთს, ან დაიპყროს ის ტერიტორია, რომლის წაღებაც სურს, ან არადა დარჩება დოყლაპიად?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა