პოლიტიკა

შეგონებები – ოკეანისგაღმიდან

№41

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 15.10

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ტვინგალაყებულები?!

რაკი გეოპოლიტიკური ჯახი არათუ არ სუსტდება და დასრულების პირი არ უჩანს, არამედ უფრო და უფრო აფთრდება, ბუნებრივია, მეტად და მეტად ხისტდება ჩვენი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორის მოწოდებებიც – ცხადია, პათოსით, ერთად გადავარჩინოთ ქართული დემოკრატიაო და ამაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება, ხმა არ მისცეთ „ქართულ ოცნებასო“. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, პირადად ჩემი ოცნების მწვერვალი („თინეიჯერობისას“) ამერიკის შეერთებული შტატები, ჩემდა სავალალოდ, სულ უფრო და უფრო ემსგავსება ჩემთვისვე საზარელ საბჭოურ მმართველობას (ვიმედოვნებ, დროებით). შესაძლოა, იმიტომაც დავსვი ოცნებების მწვერვალზე, რომ ახლოდან მხოლოდ საბჭოეთი მქონდა ნანახი. ხოლო ვიღაცის ან რაღაცის გაკერპება კი, ჩვეულებისამებრ, ოცნებების მსხვრევით სრულდება ხოლმე და ეს არა კერპის, არამედ გამკერპებლის ბრალია: ყველა და ყველაფერი ობიექტურად უნდა შეაფასო, გაკერპება სიყვარულს უხდება და ისიც არა ყოველთვის.

მოკლედ, ასეა თუ ისე, საქართველოში აშშ-ის საელჩომ საქართველოს მოსახლეობას მიმართა შემდეგი ლოზუნგით: „იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდებიან! საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“. ანუ დემოკრატიის აკვნის დიპლომატიური უწყება ფრიად არადიპლომატიურად მოიქცა (იმედია, მთლად იმ რუსი „სალდათივით“ არა, დედა ხორეშანს რომ უთხრა, ჩვენთვის ოსმალეთი და საქართველო ერთი და იგივეაო). და ამ არადიპლომატიურობას თავისი ობიექტური საფუძველი აქვს: ვის ვის და აშშ-ის საელჩოს ნამდვილად ეცოდინება ამომრჩევლის ნამდვილი განწყობები (ვერ იმუშავა ეკა გიგაურისგან ჩვენი დროის გმირის შექმნამ), ამიტომაც დიპლომატიურ მოქმედებას ხისტი და პირდაპირი მოწოდების, მაშასადამე, სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევის გზა არჩიეს. ანუ დემოკრატიის გადასარჩენად ფრიად არადემოკრატიულ მეთოდებს მიმართეს. რატომ? თავიანთი ინტერესების მისაღწევად (ეს გეოპოლიტიკური ჯახი სამკვდრო-სასიცოცხლოა და საქართველოს ყოფნა-არყოფნა არც ერთ მხარეს არ ადარდებს, არც უნდა ადარდებდეთ). ბუნებრივია, იბადება კითხვა, არის თუ არა ეს მოსაწონი საქციელი? რა თქმა უნდა: არის, ვინაიდან, თუ ვინმემ სათანადო დასკვნა ვერ გამოიტანა, თუ რა ემართება უკრაინას, თავი რომ შუა ცეცხლში ჩაიგდო, მას აუცილებლად უნდა გაულაყო ტვინი და საკუთარი მიზნების მისაღწევად უფრო დიდ ცეცხლში უნდა შეაგდო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა