პოლიტიკა

სარკინიგზო სამკუთხედი

№4

ავტორი: ნინო ხაჩიძე 19:00 03.02

ამბები
დაკოპირებულია

ანუ მარადიული ომის მოლოდინში?!

მას შემდეგ, რაც დავოსის ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა (ყოველი შემთხვევისთვის, სრულად მოვიტან ციტატას, ვინაიდან ჩვენთან მაინც კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვრცელდება) შემდეგი: „ამჟამად მივიღეთ მოთხოვნა სომხური მხარისგან, რომ უზრუნველვყოთ ტრანზიტი სომხეთიდან რუსეთში. ჩვენ დე-ფაქტო ცალმხრივად გავხსენით ჩვენი დერეფანი. მოცემულ მომენტში ტვირთები საქართველოს გავლით მოძრაობს, მაგრამ დადგება დღე, როდესაც სომხეთის გავლით იმოძრავებს. სომხეთი პირდაპირ აზერბაიჯანიდან მიიღებს ტვირთებს. დე-ფაქტო მშვიდობის დამყარების შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და საექსპორტო ოპერაციები”, ჩვენს სამშობლოში ისეთი ვაი-უშველებელი ატყდა, რომ „ნაციონალი“ „ლელოელს“ არ აიყვანდა ხელში.

ოღონდ საქმე ის გახლავთ, რომ ციტატის მხოლოდ ის ნაწილი გავრცელდა, როდესაც ალიევი ამბობს, ტვირთები მალე სომხეთზე გაივლისო. შესაბამისად, ჩვენებურებმა დაასკვნეს, რომ საქართველო, ვაი რომ, საერთოდაც, გაქრება სატრანზიტო რუკიდან. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ვაი-ვიშის ავტორები, ძირითადად, ოპოზიციონერები იყვნენ, ცხადია, არც კი გაუმახვილებიათ ყურადღება ფაქტზე, რომ სომხეთი აზერბაიჯანის გავლით რუსეთთან დაკავშირებას ლამობს (იმიტომ რომ ლარსი გადაჭედილია და, ზოგადადაც, სომხეთი რატომ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, თუ შეუძლია, რომ დივერსიფიკაცია მოახერხოს?!). ეს კი ის რუსეთია, რომელთანაც, ოპოზიციის აზრით, არც არანაირი ურთიერთობა არ შეიძლება.

აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ აჟიოტაჟი უსაფუძვლოა, მაგრამ შეგნებულად მავნებლური, ანუ თავზე ნაცრის დამყრელი, იმას გარდა, რომ, რატომ არ უნდა იმოძრაობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთებმა პირდაპირ, მაშინ, როდესაც ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს ესაზღვრება?!

ხოლო, თუ ამას დავამატებთ, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არც საზოგადოების ნაწილი ჩამორჩება ალიევის ძაგებაში, პათოსით, ეს რა გვაკადრაო, ჩნდება ეჭვი, რომ სამხრეთ კავკასია სომხეთი-აზერბაიჯანის ომის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი