საომრად დაპატიჟებული
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 29.07

ანუ დავეწიოთ და გავუსწროთ სომხეთს?!
მაშინ, როდესაც ევროკავშირი კვლავ წერილს უგზავნის საქართველოს ხელისუფლებას და უვიზო რეჟიმის გაუქმებით იმუქრება, თუკი მათ მიერ მოთხოვნილი 8 პუნქტი არ შესრულდება (მათ შორისაა ოჯახური ღირებულებების დაცვისა და არასრულწლოვანთა შორის „ელ გე ბე ტე“ პროპაგანდის აკრძალვა, ასევე, „ელ გე ბე ტე ქიუს“ მიკუთვნებულთა უფლებების ზედმიწევნით დაცვა), სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირები აბუ-დაბიში შეხვდნენ ერთმანეთს და, როგორც გვაუწყა საერთაშორისო მედიამ, შუამავლების გარეშე ილაპარაკეს (თუმცა საკითხავია, რა უნდოდათ აბუ-დაბიში, თუ მართლაც შუამავლების გარეშე გამართეს მოლაპარაკება?!). შედეგები, ცხადია, ჩვენთვის არავის უცნობებია, მხოლოდ ის ვიცით, რომ აშშ კმაყოფილია (მოტივით, შევძელით მშვიდობის დამყარება) და დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა, ამერიკულმა კომპანიამ გააკონტროლოს ზანგეზურის დერეფანი (რომლის კონტროლიც თურქეთსა და აზერბაიჯანს უნდათ).
ჯერჯერობით უცნობია რუსეთისა და ირანის რეაქცია (იმედს ვიტოვებ, ბ-ნი ტრამპი სამხრეთ კავკასიაში საომრად არ ეპატიჟება პუტინს), სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ევროკავშირის მიერ სომხეთის გულში ჩახუტების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა, რაზეც ბრიუსელს რეაქცია არ ჰქონია, რაც, ბუნებრივია, ბადებს რიტორიკულ კითხვას: ნუთუ სომხეთში „ელ გე ბე ტე ქიუ“ თემის უფლებები აგრერიგად დაცულია?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან