სანქციების დემოკრატიული ხიბლი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 01.10
ანუ ძირგამომთხრელები
ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, თვით ენტონი ბლინკენმა (აშშ-ის სახმდივანმა) გვაუწყა, რომ (მე მარტივად ვიტყვი), დასანქცირდეს საქართველოს ოთხი მოქალაქე, ორი ჩინოვნიკი (ეს ერთგვარი სვლაა სახელმწიფო მოხელეებზე ზეწოლისთვის, ისევე, როგორც აშშ-ის სენატში ეკა გიგაურის მიწვევა, თითქოს ვინმეს რამეში აინტერსებდეს აქ ქ-ნი გიგაურის აზრები, მაგრამ პერსონა იქმნება სნობებისა და გაუთვითცნობიერებლებისთვის, პათოსით, რაკი სენატში მოუსმინეს, ესე იგი, დიდი ვინმე ყოფილაო. შსს-ის ორ თანამშრომელთან ერთად „ალტ ინფოს“ წარმომადგენლებსაც დაუწესდა სანქციები, ვინაიდან, თუ პირველი ორი ხელყოფს დემოკრატიასა და ქართველი ხალხის უფლებებს, მეორენი ექსტრემისტულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობენ.
სამწუხაროდ, უფრო კონკრეტული ინფორმაცია არ მოუწოდებია ბ-ნ სახმდივანს, ხოლო საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ (იმავე თემის შესახებ) განცხადებაში ნახსენებია დემოკრატიის ძირგამომთხრელი საქმიანობაც და ისიც, რომ ოჯახის წევრებსაც შეეხებათ სანქციები. ამდენად, იბადება კითხვა: თუკი ოჯახის წევრები გაემიჯნებიან დასანქცირებულებს ან, საერთოდაც, დაგმობენ მათ საჯაროდ, ჩაითვლება თუ არა ეს შემამსუბუქებელ გარემოებად; მეტიც, დასანქცირებულების მოკვდინება (როგორც ოჯახის შემარცხვენლების) დემოკრატისთვის ძირისგამოთხრაა თუ მაინც მადლი?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან