პოლიტიკა

სამუქარო პინგ-პონგი

№5

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ირანული დემოკრატიის ხიბლი

აშშ-მა ინდოეთის ოკეანეში ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ გააგზავნა – ყოველი შემთხვევისთვისო და, რაც მთავარია, არც ახლო აღმოსავლეთში განთავსებული მისი ბაზების გაძლიერება გამორჩენია. ბუნებრივია, გააძლიერა ირანის წინააღმდეგ სამოქმედოდ.

თავის მხრივ, არც ირანია უქმად და მთელი ძალით ემუქრება აშშ-სა და ისრაელს, ცხადია, თუ თავს დაესხმებიან, თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც ჩვენებურთა აქტიურობაა, ირანის დროშებს რომ აფრიალებენ და მის დემოკრატიზაციას ნატრობენ (არადა ვითომ დემოკრატიული ირანის ისტორია ამით შეიცვლება და ქართლ-კახეთის არაერთგზის აოხრების ფაქტი ანულირდება?!).

მართალია, ვერ ვხსნი, რატომ აფრიალებენ ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშებს ქართველები, მაგრამ, არც ის მესმის, რატომ მოუწოდებენ ამერიკელი ბობოლა-ბობოლა „დემოკრატები“ (როგორებიც არიან ობამა და კლინტონი) ამერიკელებს, რომ გაილაშქრონ იმიგრანტთა უფლებების შელახვის წინააღმდეგ.

არ მესმის, ვინაიდან მსგავსი მოწოდება, არც მეტი, არც ნაკლები, სამოქალაქო ომს ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ საქმეში ჩახედული ადამიანები.

აქედან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ირანისადმი აშშ-ის აქტიურობა სწორედ შიდა პრობლემების გადაფარვის მცდელობაა, ვინაიდან ახლო აღმოსავლეთში დიდი ომი არც თუ სასიამოვნო მოვლენაა, იმ თვალსაზრისით, რომ ძირითადად, სპარსეთის ყურიდან მიეწოდება, არაბული ნავთობი დანარჩენ სამყაროს. ამდენად, წესითა და რიგით, არ უნდა ასრულდეს ჩეხოვის რეფრენი, რომ, თუ პირველ მოქმედებაში თოფი გამოჩნდა, ის აუცილებლად გაისვრის მეორე მოქმედებაში. ხოლო, რაკი აშშ შორსაა, ხოლო ჩვენ – ირანის სიახლოვეს, იქნებ უმჯობესი იყოს, მინეაპოლისში მიაღწიოს მოვლენებმა კულმინაციას?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი