პოლიტიკა

სამთა მარაქა

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 12:00 02.12

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ჭაობის იმედად

ვიცით, რომ ბალტიისპირელები რუსეთის თავდასხმას ელოდებიან და თუმცა მე არ ვიცი, რა აძლევთ ამგვარი ფიქრის საფუძველს, ფაქტია, რომ იქით – რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმა აწუხებთ, აქეთ – საქრათველოში დემოკრატიის უკუსვლა.

სამთა მარაქას ლატვიაც არ ჩამორჩება და ერთგვარი გეგმაც კი შეუმუშავებიათ რუსეთის არმიის შესაჩერებლად, რასაკვირველია, თუ ჩრდილოელები ლატვიაში შეიჭრებიან.

სახელდობრ, თუმცა ლატვია-რუსეთის საზღვარი მავთულხლართებითა და რკინა-ბეტონის დიდრონი ფილებითაა გამაგრებული, თავისი სათვალთვალო კამერებით, გადაწყდა, რომ საზღვართან ახლოს ტორფიანი ჭაობები შეინარჩუნონ და უკვე დამშრალი ჭაობიანი ადგილებიც აღადგინონ.

რატომ? იმიტომ რომ ტორფიან ჭაობებზე სამხედრო ტექნიკა ვერ გადაადგილდება და ეს ფაქტი უკვე უტყუარად დადასტურებულია: ამა წლის მარტში ლიეტუვაში მიმდინარე „ნატოს“ სწავლებისას ამერიკული ჯავშანმანქანა შეცდომით ჭაობში შევიდა, ჩაიძირა და, სამწუხაროდ, ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ბუნებრივია, მე არ ვიცი, რამდენად ეფექტიანად დაიცავს ჭაობი ლატვიას და, ზოგადად, სრულიად ბალტიისპირეთს, იმას გარდა, რომ ვითომ მხოლოდ ტანკებია ომის კომპონენტი?! მაგრამ, ცხადია, თავიანთი საქმისა თავად იციან. ბუნებრივია, ვუთანაგრძნობ მათ შიშებს, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ მეოთხე წელია, გვამუნათებენ, რომ ჯეროვნად არ ვუჩიჩხინებთ რუსეთს და არც ვეკვეთებით. არ დაგიმალავთ, ველი, როგორ ძალუმ წინააღმდეგობას გაუწევენ, რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ მათგან დავისწავლოთ არნახული სიჩაუქე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი