სადამდე მიიყვანს კაცობრიობას ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ფულის დანერგვა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 16.08, 2023 წელი

თითქოს პროგრესია ელექტრონული ფული, ჭკვიანი სახლები, მომსახურე რობოტები – ხუთიოდე წლის წინ სხვადასხვა ქვეყანაში დაატარებდნენ რობოტ სოფიას, უწყობდნენ პრესკონფერენციებს, უსვამდნენ კითხვებს და მსმენელები დიდი ყურადღებით უსმენდნენ პასუხებს, თითქოს თავის აზრებს აფრქვევდა თვითნაბადი გენიოსი და არა პროგრამა; ბანკების სასაუბროში ბოტები პასუხობენ მომხმარებლებს შეკითხვებზე; არსებობენ რობოტი მოსამართლეებიც და ახლა უკვე ჭკვიანი ქალაქების კონცეფციაც მუშავდება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი შეფუთულია კომფორტით და, ერთი მხრივ, ეს მართლაც კომფორტულია. ამ თემაზე ვსაუბრობთ ჯგუფ „ემის“ დამფუძნებელთან, მიკრობიოლოგ ლევან ჩხიკვაძესთან.
– სად მიგვიყვანს ასეთი ტექნოლოგიური კომფორტის მეორე მხარე?
– დავიწყოთ ძველისძველი და ბრძენი ხალხის გამონათქვამით: სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი იქამდე განვითარდება, რომ კაცობრიობას ქვის ხანამდე მიიყვანს. მეორე მხრივ, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი კაცობრიობისთვის აუცილებელია, თუკი ეს სამეცნიერო-ტექნიკური მიგნებები და მიღწევები კეთილი მიზნებისთვის გამოიყენება, მაგრამ, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მანამდე, სანამ ადამიანი ახალი გამოგონების სიკეთეებს იგემებს, მას ჯერ ბოროტებისთვის იყენებენ. რაც ჩამოთვალეთ, ეს ყველაფერი კომპლექსურია. დავიწყოთ რობოტით: რობოტზე, რომელსაც ღიმილით უსმენდნენ, უკვე აღარ ეცინებათ და თვით ილონ მასკმაც კი განაცხადა გასულ წელს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ზღვარი უნდა დაუწესონ, თორემ ის კაცობრიობის კატასტროფას გამოიწვევს. ეს ასეცაა. შეიძლება, რაღაც დონეზე ხელოვნური ინტელექტი გამოიყენო, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ დაანონსებულია, ოქროს მილიარდამდე უნდა შევამციროთ ადამიანების რაოდენობა დედამიწაზეო, ადამიანებს ნელ-ნელა ანაცვლებენ ხელოვნური ინტელექტით. ანუ ადამიანები სამუშაო ადგილებს დაკარგავენ და ძალიან მაინტერესებს, როგორ უნდა მოიპოვონ საკვები?! აქვე ვაწყდებით, ბილ გეიტსის ინოვაციებს, რომ ჩვენ მატლები და ჭიაღუები უნდა შევჭამოთ, მათ კი – ნატურალური პროდუქტები. ამ ყველაფრის მიზანია კაცობრიობის დამონება. როგორც გითხარით, ეს ყველაფერი კომპლექსურია: ციფრული ფული, რომელიც ფული არ არის; მომატებული შუქნიშნები, ადამიანისთვის განზრახ შექმნილი დისკომფორტი, რომ ადამიანები ავტომობილებიდან ჩამოყარონ; გზების დავიწროება, რაც ვითომ მოძრაობის დარეგულირებითაა შეფუთული, არადა პირიქითაა.
– ორ-ნახევარ ხაზიანი გზის ვიწრო ორ ხაზიანად დავიწროება კარგია, იმიტომ რომ მანქანები ორ ხაზში მოძრაობენ და არა – ალაგ-ალაგ სამ ხაზში, მაგრამ ამ კუნძულებით, აშკარაა, სადაც კუნძულებამდე არ იყო საცობი, უკვე საცობია.
– იმიტომ რომ სპეციალურად ქმნიან ძაბრებს, რომ იყოს საცობი. ამას ემატება ახლო-ახლოს განლაგებული შუქნიშნები, რომელთა მიზანი არ არის მოძრაობის დარეგულირება. ამ შუქნიშნების ბოძები არის 5G ანტენების დამხმარე ანტენები. 5G მიკროტალღებია და ამიტომ მოკლე მანძილებზე სჭირდება გადამცემები. იმავე როლს ასრულებს გარე განათების ახალი ბოძები. ლედნათურებთან ერთად მათში არის გადამცემები. გაგახსენებთ: ფიჭური კავშირგაბმულობის ანტენები ერთმანეთისგან დაშორებული იყო 15 კილომეტრით და არც ერთი მათგანი არ არის 1G-ც კი. იცით, რომ იაპონიამ აკრძალა მიკროტალღოვანი ღუმელები, იმიტომ რომ, კვლევების მიხედვით, კლავს ყველაფერ ცოცხალს. მიკროტალღურ ღუმელში საკვებს აცხელებს მიკროტალღების სიხშირე, რომელიც საკმაოდ მცირეა და წარმოიდგინეთ, რამხელა სიხშირის იქნება 5G?! გახსოვთ, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის ანტენების დადგმას აპროტესტებდნენ სახლების სახურავებზე, დასახლებული ადგილების სიახლოვეს და დემონტაჟსაც უკეთებდნენ. დღეს კი დაუკითხავად დააყენეს ყველგან ახალი ტიპის, ანუ 5G-ს ანტენები, მაგრამ ხალხი ხმას არ იღებს. დღეს შეიძლება, ისინი ჩართულიც არ არის, მაგრამ რატომ უჩივიან ადამიანები თავის ტკივილებს, უღონობას?! იმიტომ რომ იმ ანტენებსაც აქვს მნიშვნელობა და ხელოვნურად ამინდის ცვლილებებსაც, ვითომ რომ გლობალურ დათბობას აბრალებენ, არადა გლობალური დათბობა გამყინვარებაა. მეტიც, ბილ გეიტსმა პირდაპირ თქვა, მზის სხივები უნდა დავბლოკოთ, რომ დედამიწაზე არ ჩამოვიდეს და ამისთვის სპეციალური ნივთიერებები უნდა გავაფრქვიოთ ატმოსფეროში, რომ მზის სხივები უკან, კოსმოსისკენ აირეკლონო.
– მზის სხივებს რას ერჩიან? გლობალური დათბობის თავიდან ასაცილებლად?
– დიახ. მე არაფერს ვიგონებ, ეს ყველაფერი ოფიციალურადაა ნათქვამი. ამ თემაში ყველაზე საშიშია ის ანომალიური იდეა, რასაც ჰქვია ერთიანი მსოფლიო მმართველობა, ერთიანი მსოფლიო წესრიგი. ეს ნიშნავს, რომ ვეღარ იარსებებს ვერცერთი სახელმწიფო და ამის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორებია: ციფრული ფული და ხელოვნური ინტელექტი. ამიტომ არც ერთი არ უნდა დავუშვათ. სადაც ხმა ამოიღეს ადამიანებმა, იქ არ გაუვიდათ. თუმცა, სადაც ხმა ამოიღეს ადამიანებმა, დაიწყო ომები და ის ომებიც ხელსაყრელია მათთვის, ვინც ეს დაგეგმა. ადამიანები იხოცებიან და მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ დაიხოცებიან. ამიტომ დიდი გონიერება მართებს ყველა ქვეყანას და, უპირველესად, საქართველოს. ვაფასებ დღევანდელ სიტუაციას, რომ მაქსიმალურად ნარჩუნდება იდენტობა და სიმშვიდე. ეს გლობალიზაციაში ერის გადარჩენის ერთადერთი სწორი გზაა. პატარა ერებს შეუძლიათ, გადარჩნენ, თუკი ისინი შეინარჩუნებენ თავთან კულტურას, ტრადიციას და სახელმწიფოებრიობას.
– თითქოს პატარა ქვეყნის მართვა უფრო იოლი უნდა იყოს, არადა, რასაც ვუყურებთ, დიდი ქვეყნების მოსახლეობის მართვა უფრო იოლია. რა ფენომენია ეს?
– ასეთი გეგმები დიდ ქვეყნებზეა გათვლილი. დიდ ქვეყნებში ბევრი ხალხია და მათი კონტროლი უფრო მნიშვნელოვანია. კონტროლის მექანიზმები კი ადამიანებს დატოვებს სამსახურისა და შემოსავლების გარეშე. პირადად მე ძალიან დიდი კითხვის ნიშნები დამებადა, როდესაც ნათია თურნავა დააბრუნეს ეროვნულ ბანკში, სალომე ზურაბიშვილის, ანუ პრეზიდენტის და არა მთავრობის წარდგინებით. და თურნავას პირველი წინადადება უკავშირდებოდა ციფრული ფულის დანერგვას. აგრეთვე, შეგახსენებთ, რომ დიმიტრ ქუმსიშვილს, ასევე, სკანდალით წასულს თანამდებობიდან, რომელსაც დასაჭერად ჰქონდა საქმე მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან ერთად, ექსკლუზიურად აქვს მოპოვებული ციფრული ბანკის ფლობის უფლება. იცით ეს?!
– არა, პირველად მესმის.
– ხალხის დამონების კიდევ ერთი მაგალითია, რომ ყველგან, ვალუტას ახურდავებთ თუ აფთიაქებში წამალს ყიდულობთ, პირად ნომერს გეკითხებიან. თუ აფთიაქებს ფასდაკლება უნდა, რა საჭიროა პირადი ნომერი?! თუ რამე მოხდა ფულის გადახურდავებისას, არსებობს ვიდეოკამერა და ის საკმარისია ადამიანის იდენტიფიცირებისთვის. ვსვამ კითხვას: რატომ უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მოლარე-ოპერატორს წვდომა ადამიანების პირად საინფორმაციო ბანკზე?! უზენაესი კანონია, რომ ადამიანის პირადი ინფორმაცია არ უნდა გადაეცეს მესამე პირს და მოლარე არის თუ არა მესამასე პირი?! გარდა პატარა აფთიაქებისა, მონოპოლია უჭირავს „ნაციონალებსა“ და გამყრელიძის კლასტერს. ვერაფრით დაარეგულირა სახელმწიფომ წამლების ფასები, იმიტომ რომ ისინი უწევენ წინააღმდეგობას. თუმცა ამას, კანონით, დაუმორჩილებობა ჰქვია და თქვენი ჟურნალის მეშვეობით მივმართავ ხელისუფლებას, სასწრაფოდ იქნეს იდენტიფიცირებული, ვინც ამას აკეთებს და დაისაჯონ. დღეს ჰიბრიდული ტიპის ომი მიმდინარეობს, იარაღით იბრძვიან იქ, სადაც პოლიგონები უნდათ, რომ მოაწყონ. მაგალითად, დღეს გაცილებით დიდი პრობლემაა ციფრული ფული, ვიდრე „ელ გე ბე ტე“ პროპაგანდა; გაცილებით დიდი პრობლემაა 5G ანტენები, ვიდრე „ელ გე ბე ტე“ პროპაგანდა, თუმცა პრობლემა პრობლემაა. კომპლექსურია ეს ყველაფერი და ამიტომ ყველაფერზე უნდა ვირეაგიროთ. ეს პრობლემები შეიქმნა იმიტომ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჯანდაცვით დაწყებული და განათლებით დამთავრებული, ყველა დაბრეცილობაზე დახუჭეს თვალი ადამიანებმა და ხმა არ ამოიღეს, მარტო კერძო საუბრებში აპროტესტებდნენ ფინჯან ყავაზე.
– ჭკვიანი ქალაქების შექმნის მიზანი რა არის?
– დახედეთ ზემოდან ნებისმიერ სამშენებლო კომპლექსს, ურბანულ სიმახინჯეებს, რომლებზეც გაცემულია სამშენებლო ნებართვები და მიხვდებით. ჯერ შემოგვაპარეს ჭკვიანი კარი, ჭკვიანი ტელევიზორი, ჭკვიანი მაცივარი, ჭკვიანი სახლი, თუმცა როგორ შეიძლება, ადამიანზე ჭკვიანი იყოს ადამიანის მიერ გამოგონილი რამ?! ოფიციალური აქსიომაა ფიზიოლოგიაში: თუ ბაყაყს ჩააგდებ ცხელ წყალში, ამოხტება, მაგრამ, თუ ნელ-ნელა გააცხელებ წყალს, ვერც მიხვდება, ისე მოიხარშება. ასე ნელ-ნელა შემოაპარეს ყველაფერი. ეს ურბანული სიმახინჯეები, ლამაზად რომ არის შეფუთული და ჰაერი რომ ღირს უზარმაზარი ფული, ჰგავს ულტრათანამედროვედ მოწყობილ სასჯელაღსრულების ზონებს. ბარაკული სისტემაა. ერთადერთი, რაც აკლია – ნებისმიერი სამშენებლო კომპანიის კომპლექსი აიღეთ – ეს არის მავთულხლართი და საგუშაგოები. სამი წლის წინ დასვეს თუ არა ერთ დღეში სახლში მთელი დედამიწის მოსახლეობა?! როგორც მაშინ დასვეს სახლში და დააყენეს 5G ანტენები და სუნთქვაც კი ფასიანი გახადეს, ასე დასვამენ ხალხს სახლში და ამის შემდეგ უკვე გამორიცხული იქნება, გათავისუფლდე იმ საშინელებისგან, რასაც ციფრული მონობა ჰქვია. ფულსაც გაგიქრობენ. ამიტომ გამოსავალია კომპლექსური პროტესტი. ვინაიდან ყველა ხელისუფლება არის ხალხის, სწორედ ხალხის ხმიდან გამომდინარე, უნდა ვთქვათ უარი. მით უმეტეს, რომ მხოლოდ ჩვენი ქვეყანა არ იბრძვის, უამრავი ქვეყანა იბრძვის და ჯანმოს წევრი 200-მდე ქვეყნიდან მხოლოდ 34 დათანხმდა ჯანმოს ინიციატივას, პანდემიის დროს მართვა გადაეცეს ჯანმოს. უნდა ვიაქტიუროთ, თორემ ვიღაცები მარგველაშვილივით შეიძლება, კაპიკებად იყიდონ. უარი უნდა ვუთხრათ იმ დაბრეცილობებს, რომლებიც შეფუთულია ვითომდა გლობალური დათბობით, ვითომდა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესით. ეგრეთ წოდებულ, ჭკვიან ქალაქებს 15 წუთში ჩაკეტავენ და რომ ჩაკეტავენ, პროდუქციასაც ვერ შეიძენ. ხოლო, თუ რამე პროდუქტები შემოგიტანეს, ისეთი საკვები იქნება, რასაც ადამიანის ორგანიზმი ვერ გაუმკლავდება. ადრეც მითქვამს: მწერების ჭამა ადამიანის საქმე არ არის. მწერები შეიცავს ნივთიერება ქიტინს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი არათუ ვერ გადაამუშავებს, არამედ ის იწვევს ადამიანის მოწამვლას, ვინაიდან გარდაიქმნება კიბოს სხვადასხვა ფორმის დაავადებებში. ადრეც ვამბობდი, რა შედეგს მოიტანდა სამედიცინო სიმახინჯე – „ერ ენ ემ“ ვაქცინები – და უკვე ვხედავთ ამ შედეგს. უცებ იხოცებიან ადამიანები, თან – ახალგაზრდები. კარგად იცით პანდემიის გამოცხადებამდე სამი თვით ადრე სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ეგრეთ წოდებული, „პი სი არის“ ტესტის გამომგონებელი და ნობელის პრემიის უამრავი ლაურეატი მოკვდა მსგავსი სიკვდილით. ამიტომ ვამბობ, ცოდნა ყოველთვის არის სიმართლე და სწორედ ამიტომ ვიბრძვით განათლების სისტემის შეცვლისთვის, რომ მომავალმა თაობამ მაინც მიიღოს საფუძვლიანი და ძირეული განათლება, რომ მათი მართვა იოლი არ იყოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან