პოლიტიკა

როგორ ჩაუჭრა თურქეთმა, ოსმალეთის იმპერიიდან მოყოლებული, საქართველოს სახმელეთო კავშირი ევროპასთან

№42

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:01 29.10

ბესიკ ბოგველი
დაკოპირებულია

ევროკავშირმა სულ ახლახან საკანონმდებლო დონეზე გაამყარა „ელ გე ბე ტე ქიუ“ თემებისადმი თავისი დამოკიდებულება, განაგრძობს მხარდაჭერასა და ბავშვებში სქესის შეცვლას წაახალისებს. მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ ევროპის ქვეყნების დემოგრაფიული მდგომარეობა არც თუ სახარბიელოა, იმიტომ რომ მიგრანტების წილიც იზრდება და ისინი უფრო სწრაფად მრავლდებიან, ვიდრე საკუთრივ ევროპელები. ამდენად, გაუგებარია, ვისი ინტერესი უნდა იყოს ევროპის, როგორც დედამიწის ერთ-ერთი ცივილიზაციური ცენტრის, შესუსტება და თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენი მისწრაფება როგორ ეწერება ამ ტიპის ევროპაში? – ამ საკითხს ფსიქოლოგ ბესიკ ბოგველთან ერთად განვიხილავთ.

– ჩვენ როგორი ევროპისკენ მივისწრაფვით?

– ჩვენი მისწრაფება ევროპისკენ მუდმივია, იმიტომ რომ ევროპასთან იმთავითვე გვქონდა ბუნებრივი კონტინენტური კავშირი, როდესაც არ არსებობდა თურქეთი. არსებობდა ბიზანტია, კონსტანტინოპოლი, ვიცით თორნიკე ერისთავის, ბიზანტიას ქართველი დედოფლის ისტორიები, მაგრამ 5-6 საუკუნეა, კავშირი არ გვქონია ევროპასთან და, ამდენად, არ ვიცნობთ ერთმანეთს. მართალია, ევროპელები ჩამოდიან, ჩვენც მივდივართ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ერთმანეთის გასაცნობად – ჩვენ შორის უძრაობის ექვსი საუკუნეა. მათ სხვა წარმოდგენები აქვთ, ჩვენ – სხვა. ამიტომ, ეს ურთიერთობა ევროპასთან ურთიერთობის დაწყებისთანავე უნდა დაეტესტათ. მაგალითად, უნდა ჩაეტარებინათ ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის კონფერენციები; უნდა აღედგინათ კულტურული კავშირები, უნდა დაედგინათ მითოლოგიური კავშირები, რელიგიური და ასეთი თემებით უკეთ აღვიქვამდით ერთმანეთს. ასეთი რამ არ მომხდარა. ზოგადად, სექსზე საუბარი მათი კულტურისთვის მნიშვნელოვანია. ავიღოთ მითი, როდესაც ევროპა მოიტაცა ხარმა. იქ პირდაპირაა სექსუალური სცენები. მათ ზღაპრებშიც სულ კოცნაა. თუ პრინცესა დაიძინებს და მოჯადოვდება დედაბრისგან, ყველა ზღაპარში პრინცი მას ტუჩებში კოცნით აღვიძებს. ქართულ მითოლოგიასა და ზღაპრებში მსგავსი ხაზი არ არსებობს. ისევე, როგორც იაპონელებსა და აზიელებს აქვთ დისტანცია მისალმებისას, ჩვენთან მხარზე კოცნა იყო მისალმება. არ იყო „მტლაშა-მტლუში“, როგორც რუსთაველი ამბობს. ანუ ჩვენთან სექსზე საუბარი არ იყო მიღებული და თუმცა უამრავი ადამიანი მიეკუთვნებოდა „ელ გე ბე ტე“ თემს, მათთვის არც არავის არაფერი უთქვამს და არც აუკრძალავს.

– გია სურამელაშვილი მოკაზმული დადის და არავინ ერჩის.

– ჩვენთან დაუფასებიათ კიდეც მათ მიერ გაწეული ღვაწლი. სუფრასთანაც მიუღებელი იყო სექსზე საუბარი. თუ გახსოვთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას შემოვიდა ფრაზები, რა სექსუალურად გამოიყურები და ასე შემდეგ. ხალხი თავის ახლობლებსაც კი ეუბნებოდა, რა სექსუალური ხარო. ეს ის ცნობიერებითი პლასტი იყო, რომელიც ევროპიდან შემოვიდა. აი, ეს უნდა გაეანალიზებინათ. რაც შეეხება „ელ გე ბე ტე“ თემას: ის გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ჩნდება. ამერიკაში ამის გამო ბავშვებს სახლებიდან ყრიდნენ. 60-70-ან წლებში კი მათ ხმა ამოიღეს, რაც პოლიტიკურ აქტივობებში გადაიზარდა. შემდეგ ჩატარდა სამეცნიერო კონფერენციები მედიცინაში და ფსიქიატრიული ნოზოლოგიიდან ამოიღეს კიდეც ეს მიდრეკილება. ადრე ამის გამო, იცით, რომ ფსიქიატრიულში აწვენდნენ. ანუ ბოლო 60 წლის განმავლობაში იმართებოდა ფსიქოლოგების, ფსიქიატრების, პოლიტიკოსების კონფერენციები ამ თემებზე. ამდენად, იქ გამზადებული შტამპები არსებობს და პოლიტიკოსი სხვა რამეს ვეღარც იტყვის. შეიძლება, არც უნდა, მაგრამ უკვე არსებობს ამის 60-წლიანი კულტურა. ჩვენები ხომ ამ განხილვებსა და კონფერენციებს არ ესწრებოდნენ?! მაგალითად, რა არის, როდესაც ადამიანი ამბობს, ჩემში ქალიაო. ეს არაცნობიერია?! მაგალითად, დიმიტრი უზნაძე არაცნობიერს არ ცნობდა. ის ამბობდა, რომ ეს არის განწყობა, ანუ, უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით, ეს არის საწინააღმდეგო სქესის მიმართ განწყობის შეცვლა. მაშინ უნდა ვაღიაროთ, ქალში არის მამაკაცის სული ან მამაკაცში არის ქალის სული, რაც უკვე რეინკარნაციის თემაა. მეცნიერულად თუ მივყვებით, რაღაცას უნდა გაეცეს პასუხი. მაგალითად, რეინკარნაციის თემას ფროიდიც კი ეწინააღმდეგებოდა. მეცნიერებაში რეინკარნაციის თემა არ მოსულა. მაგალითად, ფსიქიატრიაში ამოიღეს სულიერი დაავადებები და არის ფსიქიატრიული აშლილობები. სულის აშლილობა მოდიოდა მე-სუბსტანციის კონცეფციიდან, რომელზეც გაბრიელ ქიქოძეც საუბრობს და უზნაძეც მეტნაკლებად ეთანხმება. მე-სუბსტანციის თეორია ნიშნავს, რომ სული არსებობს ფსიქიკისგან დამოუკიდებლად და ეს მე განაგებს ფსიქიკას. ამ მე-სუბსტანციაზე იყო დაფუძნებული უძველესი კულტურები: მაგალითად, ინდოეთის, მათაც აქვთ მე, როგორც ჩვენ. ვინმემ შეისწავლა, ისინი რატომ ამბობენ მეს?! ავიღოთ შუმერები: ინანას ქვესკნელში ჩააქვს 100 მე, ანუ პროფესიები: მევენახე, მებაღე... ანუ ძველ კულტურებში მე-სუბსტანციის თეორია არსებობდა. მაგრამ შემდგომ ინდოევროპულ ცივილიზაციაში შემოდის თეორია, რომ მე არის ფსიქიკაში.

ამიტომ ახლა ირაკლი კობახიძეს უწევს ამხელა მანქანასთან პირდაპირ ბრძოლა, რადგან სამეცნიერო პოტენციალს არ იყენებს. სამი-ოთხი წელია, ვწერ, გამოიყენეთ სამეცნიერო პოტენციალი ამ თემებზე საუბრისას; ჩართეთ ხელოვნებისმცოდნეები, ფსიქიატრები, სხვები. მაგრამ, როდესაც ამის გარეშე ეჯახები ევროპის მიერ 60 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ თეორიებს, გასაგებია, ხომ, რა იქნება შედეგი?! იქიდან მოდის აგრესია.

– დავუშვათ, რაღაცის შესახებ იმსჯელე, დაადგინე, რომ ასე ჯობია, მაგრამ, ობიექტურად, ეს ხომ ასუსტებს დასავლურ ცივილიზაციას სამომავლოდ?

– ეს სისტემა აწყობილია: 60-იანი წლებიდან დაიწყო ამაზე საუბარი, შემდეგ კონფერენცია ჩატარდა, შემდეგ ვიღაც ჟურნალისტმა დაწერა „ელ გე ბე ტე“ თემაზე, შემდეგ ვიღაცამ ფილმი გადაიღო; შემდეგ ვიღაცამ თქვა, ცხოველებშიც არსებობსო. მეცნიერულად მიდის ამაზე მსჯელობა, მიუხედავად იმისა, რომ გაყალბებულია. შემდეგ პოლიტიკოსები შეძვრნენ ამ თემებში, შემდეგ შექმნეს საზოგადოებები, შემდეგ წამოვიდა დაფინანსება. და ეს უკვე აწყობილი და დაქოქილი სისტემაა, თავისი იდეოლოგიითა და დიდი ფულით. მაგალითად, 2004 წელს ყველა სკოლაში გააკრეს „ელ გე ბე ტე“ პლაკატები და აწერია, ჩვენ გვაინტერესებს ტრანსგენდერი.

– ჩვენს სკოლებში?

– დიახ, გადაღებული მაქვს სურათებიც. გააკრეს განათლების სამინისტროსგან დამოუკიდებლად. ეს გააკეთა პედაგოგთა სახლმა, მას დამოუკიდებლად შეუძლია მსგავსი რამეების გაკეთება. წინასწარაა ეს ყველაფერი გათვლილი. ევროკავშირთან რომ მოაწერე ხელი ხელშეკრულებებს, იქ ჩადებულია მსგავსი ქმედებები. ტრამპი რომ იქ აწვება „დიპ სტეიტსა“ და „ელ გე ბე ტეს“, მან იცის, რასაც აკეთებს, მაგრამ კობახიძე რომ აწვება და ამბობს, ევროპა უნდა შევცვალოთო, სწორია ეს?! იქიდან საპასუხოდ მივიღებთ ორგანიზებულ შეტევას. ამიტომ სერიოზულად უნდა მიუდგნენ ამ საკითხს, გაუშვან ფსიქოლოგები, ისტორიკოსები. არ გვიცნობენ და მარტო პოლიტიკური პლასტიდან შეტევა შედეგს არ მოიტანს. ტრამპს სამეცნიერო მხარდაჭერა აქვს და მთელი საწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება ფსიქიატრებისა თუ ფსიქოლოგების. ტრამპი მათ დასკვნებს იყენებს. ჩვენთან რამე ქვეყნდება?! ყველა მეცნიერი შეშინებულია. გინახავთ, ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს ეთქვას, რომ ეს არასწორია და მეცნიერულად დაესაბუთებინოთ?! გინახავთ, ჟურნალისტებს ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი მოეწვიათ ამ თემაზე სასაუბროდ?!

– მე ვწერ სულ.

– სამეცნიერო დავა თუ გაგიმართავთ?!

– სამეცნიერო დავა არ გამიმართავს.

– დიახ, მხოლოდ პოლიტიკოსები ლაპარაკობენ ამ თემებზე. პოლიტიკოსებმა მიისაკუთრეს თემა, რაც მათი არ არის. ვირუსებიც მეცნიერების საქმეა, ეპიდემიებიც და ესეც. სამეცნიერო ინსტიტუტები ხელის ერთი მოსმით გააუქმეს და გადაყარეს, არადა ისინი არ ექვემდებარებოდნენ უნივერსიტეტებს, ამ თემაზე ხმას არავინ იღებს, იმიტომ რომ რექტორი მაშინვე გაათავისუფლებს. ჩვენ თვითონვე დავკარგეთ დამოუკიდებელი აზროვნება და დღეს საზოგადოებრივ აზრს ქმნის ეს ორი პოლიტიკური პარტია, თავიანთი ტელევიზიებით. ყველამ ვიცით, რომ შეუთანხმდნენ ერთმანეთს, რომ არ გამოჩნდეს მესამე ძალა, ამიტომ ყოველთვის იქნება ეს გადანაწილება: ერთი „ელ გე ბე ტეს“ არ დაუშვებს, მეორე – დაუშვებს. მე მზად ვარ, ნებისმიერ დროს ფსიქოლოგიურ დონეზე ვესაუბრო ნებისმიერს, რომ ხალხმა დაინახოს, რა ხდება.

– ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ კაცობრიობის 2-4 პროცენტი ყოველთვის იბადებოდა გადახრით და, მართლაც, ტრაგედიაა, როდესაც ადამიანს თავი ჰგონია ქალი და სარკეში ხედავს მამაკაცს და პირიქით, მაგრამ პრობლემაა ამის ხელოვნურად დანერგვა. ბავშვს რასაც დააჯერებ, ის გაიზრდება.

– აქ არის განწყობები. სახელმწიფომ შექმნა კომისია კონკრეტული საკითხის გამოსაკვლევად?! ამბობ, რომ „ელ გე ბე ტე“ პროპაგანდას არ დაუშვებ. შექმენი რამე, რომ დაგედო სამეცნიერო დასკვნები?! ასეთი რამ არ გაუკეთებიათ. არადა მეცნიერები არიან მთავარი მოქმედი პირები.

– დავუშვათ, ჩვენმა მეცნიერებმა არგუმენტებით დაამტკიცეს იმის საპირისპირო, მოერევიან იმ 60-წლიან სისტემას?

– ჩვენები უნდა ჩაერთონ იმ პროცესებში. რაც შეეხება ევროპას: დასკვნა უნდა დაუდო, რომ ჩვენთან ამ თემაზე არ ლაპარაკობენ, არ არის მიღებული. მაგალითად, ჩვენთან კლავენ ბატკანს, მაგრამ იქ რომ დაკლან ბატკანი, სულ სხვა მოვლენაა. იქ დაშვებულია ბიძაშვილებისა და დეიდაშვილების ქორწინება, ჩვენთან – არა. ამიტომ რაღაც უნდა გააკეთო, ფული უნდა დახარჯო, რომ მათ გააგებინო, როგორია ჩვენი კულტურა. ექვსსაუკუნოვანი ჩავარდნაა და ჩვენები მარტო ღვინოს აგზავნიან ევროპაში. არადა უნდა აჩვენო, რომ საკითხი სიღრმისეულად გაინტერესებს და მიაწოდო, როგორაა ჩვენთან ეს საკითხი. ამიტომ მათ აქვთ ბუნებრივი რეაქცია. დიპლომატიური ენა არ არის იმის თქმა, თქვენ ავადმყოფები ხართო, თუმცა ეს არის ამირანისეული ამბიციურობა.

– ამირანი დაისაჯა ამბიციების გამო. დღემდე მიჯაჭვულია.

– დიახ. ოპოზიცია კი პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამს და ნეტავ იცოდნენ მაინც, რას ნიშნავს ეს „ელ გე ბე ტე“. ეს ყველაფერი განწყობებია და უზნაძემ დაამტკიცა, რომ, თუ ბაღებსა და სკოლებში შეხვალ, შესაბამისად გამოეწყობი, შეიძლება, განაწყო ის ბავშვები იმისადმი, რაც გინდა, ანუ განაწყო უარყოფითისადმიც. არის კვლევები უკვე, რომ ევროპულ სკოლებში მოიმატა „ელ გე ბე ტე“ წარმომადგენლებმა, როდესაც ასე განაწყვეს ბავშვები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა