პოლიტიკა

რატომ ავადდებიან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანები ეპიდსეზონის გასვლის შემდეგ უფრო მძიმედ, ვიდრე აუცრელები ეპიდსეზონისას

№23

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 16.06, 2021 წელი

ნადეჟდა ჟოლობაკი
დაკოპირებულია

იმ მარტივი მიზეზით, რომ საინფორმაციო სივრცეში ალტერნატიული აზრი იბლოკება და მხოლოდ ერთადერთი მოსაზრება ტრიალებს: ვაქსერი-ანტივაქსერი, რაც მე ძალიან ცუდი ტენდენცია მგონია, დაახლოებით, იმის მსგავსი, ლამაზ ქალებს რომ კოცონზე წვავდნენ შუა საუკუნეებში, კუდიანები არიანო და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ორჯერ ვაქცინირებულების ნაწილი მზადაა, არავაქცინირებულები ცოცხლად შებრაწონ შუაცეცხლზე (არადა თითქოს თავი ქუდში აქვთ, რადგან ორჯერ უკვე აიცრნენ), ვცდილობ, ამოვავსო ვაკუუმი და ამჯერად გთავაზობთ უკრაინელი მიკრობიოლოგისა და ვირუსოლოგის, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, უკრაინის მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი-თანამშრომლის, ნადეჟდა ჟოლობაკის მოსაზრებებს, ზოგადად, ვაქცინებზე, კონკრეტულად კოვიდვაქცინის მოქმედების მექანიზმზე და იმუნიტეტზე, როგორც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გასაღებზე.

– რას ნიშნავს, ზოგადად, ვაქცინაცია?

– როდესაც ადამიანს ვუკეთებთ აცრას, ჩვენ ავამოქმედებთ იმუნურ რეაქციას და ეს რეაქცია იწვევს სპეციფიკური ანტისხეულების გამომუშავებას იმ კონკრეტული ობიექტის მიმართ, რომელსაც ვუშვებთ ვაქცინის სახით ადამიანის ორგანიზმში, ან სპეციფიკური ცილების გამომუშავებას ორგანიზმის მიერ, რომლებიც თავის მხრივ, გამოიმუშავებენ ანტისხეულებს იმ ცილების მიმართ, რომლებსაც გამოიმუშავებს ორგანიზმი. საქმე ისაა, რომ ახლებური ვაქცინები სხვადასხვა ტიპისაა და, თუ ადრე გამოიყენებოდა კლასიკური ვაქცინები: შექმნილი მკვდარი ან დასუსტებული ვირუსებისგან, ამჯერად გამოიყენება ვაქცინები, რომლებიც შეიცავენ რიბონუკლეინის მჟავას, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ვირუსის სპეციფიკური ცილის წარმოქმნას, მაგალითად, კორონავირუსის ცილის, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ კორონავირუსზე და ამ ცილის გამომუშავების შედეგად ორგანიზმში წარმოიქმნება ანტისხეულები, მაგრამ, სუფთა ბიოლოგიურად, ჩვენ არ ვიცით, სად მოხვდება ეს რიბონუკლეინის მჟავა და რამდენად ეფექტიანად და ადეკვატურად წარმოიქმნება ვირუსის სპეციფიკური ცილა. ამ სიტუაციაში, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ იმოქმედებს ორგანიზმი შეყვანილ რუბონუკლეინის მჟავაზე. შესაძლოა, ამან გამოიწვიოს ვირუსის მოხვედრა ლიმფურ უჯრედებში, რომლებმაც უნდა გაანადგურონ ეს ვირუსი, მაგრამ, სინამდვილეში, სწორედ, იქ შეიძლება, დაიწყოს გამრავლება ვირუსმა, რითაც აამოქმედებს გლობალური ინფექციის გავრცელების მექანიზმს. ანალოგიური რამ ხდებოდა დენგეს საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროსაც. ბავშვებს, რომლებსაც უკეთებდნენ ამ აცრას, გაცილებით მძიმედ გადაჰქონდათ ეს დაავადება, თუ შეეყრებოდათ და ეს სტატისტიკურადაა დადასტურებული. ამიტომ დენგეს საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეაჩერეს. საქმე ისაა, რომ კორონავირუსის შემთხვევაშიც იგივე ხდება. 1920 წლის განმავლობაში და 1921 წელსაც ბევრი ნაშრომი გამოქვეყნდა, რომელიც აღწერს იმ სინდრომს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე.

სხვათა შორის, დღემდე ვერ შეძლეს კატების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. კატებს ცრიან ამ ვაქცინებით, მაგრამ ისინი მაშინვე იღუპებიან, როგორც კი კორონავირუსი შეეყრებათ. ამდენად, ამ ტიპის ვაქცინების შემუშავება დიდი რისკის შემცველია და არ არსებობს გარანტია, რომ აცრების შემთხვევაში შეიქმნება სრულფასოვანი ანტისხეულები, რომლებიც რეალურად გაანეიტრალებენ ვირუსს. მაგალითად, შიდსით დაავადებული ადამიანების ორგანიზმში საკმაოდ დიდი რაოდენობით ანტისხეულები გამომუშავდება, მაგრამ ეს დაავადებული ადამიანისთვის საკმაოდ ცუდია, იმიტომ რომ, სავარაუდოდ, ისევ და ისევ მოქმედებს ორგამიზმის თვითნგრევის მექანიზმი. ყველაფერში აუცილებელია ზომიერება, როდესაც ჩვენ ვერევით ამ ძალიან რთულ მექანიზმში, უნდა გვესმოდეს, რა შეიძლება, მოხდეს. ჩვენ ვმოქმედებთ სტერეოტიპებით: რაკი იმუშავა ვაქცინამ ცოფისა თუ სხვა დაავადებების წინააღმდეგ, შეიძლება, რომ ყველაფრის საწინააღმდეგო ვაქცინები შევქმნათ. მე ვთვლი, რომ ცოფის აცრა საჭიროა, იმიტომ რომ იცრება დაავადებული ადამიანი, მაგრამ არის დაავადებები, მაგალითად, რესპირატორული, რომელთა მიმდინარეობის სპეციფიკა ბოლომდე დღემდე არ ვიცით, თუმცა მათ 100 წელზე მეტია, ვაკვირდებით. რესპირატორული დაავადება უამრავია, მათ შორის, გრიპი ან კორონავირუსი უმეტესწილად მიმდინარეობს ლორწოვანის დონეზე. ჩვენი ლორწოვანი წარმოქმნის იმუნოგლობულინებს და მათ შეუძლიათ ვირუსებთან ურთიერთქმედება ლორწოვანის დონეზე და ანადგურებენ ისე, რომ არც კი ამოქმედდება ცენტრალური იმუნური სისტემა აი, ამას უწოდებენ, სწორედ, დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობას. ადამიანებს არ აწუხებთ არც ტემპერატურა, არც მნიშვნელოვანი ანთებითი პროცესი და ასეთი უამრავია. იბადება კითხვა: მაშინ რატომ უნდა ავცრათ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ინფექციასთან ლორწოვანის დონეზე გამკლავება?!

– ანტისხეულები და ვაქცინაცია.

– ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ინფექციური დაავადებებისას ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ ორ შემადგენელს: ვირუსსა და ორგანიზმს, არადა არის მესამეც – გარემო. უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს ვირუსები, რომლებიც იწვევენ სისტემურ დაავადებებს, მაგალითად, წითელა, რომელიც აზიანებს ორგანიზმის ყველა სისტემას და ვირუსები, რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ ზონალურად და თუ შესაბამისი პირობები არ შეიქმნა, სხვა ორგანოებს არ ჩაითრევენ. ორგანიზმი არ არის აბსტრაქტული, ის ცხოვრობს გარკვეულ პირობებში: იგულისხმება ფიზიკური და სოციალური გარემო. მასზე მოქმედებს სიცივე, სიცხე, ტენიანობა, სიმშრალე, ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არც თუ მდიდარ ქვეყნებში ადამიანებს ცილის დეფიციტი აქვთ; ამას გარდა, წელიწადზე მეტია, ადამიანებს აქვთ ქრონიკული სტრესი, რასაც აქტიურად უწყობს ხელს მედია და ეს ყველაფერი გავლენას ახდენს იმაზე, რომ ჩვენ შეიძლება, ვერ გავუწიოთ წინააღმდეგობა ვირუსულ ინფექციებს, ისეთებსაც კი, რომლებმაც, წესით, დიდი პრობლემები ვერ უნდა შეგვიქმნან. მაგალითად, ჩუტყვავილა მუდმივად რჩება ორგანიზმში. მაგრამ ასაკის მატებამ შეიძლება, მისი გააქტიურება გამოიწვიოს, რის მიზეზიც იმუნური სისტემის შესუსტებაა. მაგალითად, იაპონიაში ზოსტერის ჰერპესი ჩვეული მოვლენაა ახალგაზრდობისთვისაც და მედიკოსები მათ ეუბნებიან – ალბათ, ბევრს მუშაობთ, ამიტომ უნდა დაისვენოთ ფიზიკურად და ფსიქიკურად. როდესაც ერთი ადამიანი სამის საქმეს ასრულებს, გასაგებია, რომ მას ვერანაირი მექანიზმი ვერ დაიცავს. ჩვენ მუდმივად გვახვევია გარე ვირუსები და ამ ვითარებას ვერ შევცვლით. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით უნდა დავადგინოთ, გვჭირდება თუ არა ვაქცინაცია: ვის სჭირდება, როგორ იმუშავებს. მაგალითად, ვიცით, რომ ვაქცინაციაზე ჯანსაღი რეაქცია დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის ცილა. იმიტომ რომ ანტისხეულები ცილოვანი სხეულებია: თუ არ არის ცილა, არ არის იმუნოგლობულინი, ანუ დაცვა, თუ ცილის დეფიციტი აქვს ადამიანს, ვაქცინაციის შედეგი ადეკვატური ვერ იქნება.

– ვისთვისაა აუცილებელი ვაქცინაცია?

– მიაქცევდით ყურადღებას, რომ სტატისტიკით, კორონით დაავადდა ყველაზე მეტი მედიცინის მუშაკი და ამას აქვს თავისი ახსნა. სამედიცინო დაწესებულებებში მაღალია დაავადების რისკი, რადგან იქ ვირუსის გასავრცელებლად იდეალური პირობებია. ადრე რესპირატორულ დაავადებებს მკურნალობდნენ სახლში და ექიმი სახლში აკითხავდა ავადმყოფს. ის შედიოდა ბინაში, რაღაც დროის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა დაავადებულთან, შემდეგ კი გარეთ გადიოდა და სუფთა ჰაერით სუნთქავდა, შემდეგ სხვა ავადმყოფის ბინაში შედიოდა, ისევ გარეთ გადიოდა... ასეთ პირობებში ინფიცირება დაბალი იყო, რადგან ინტერვალს იცავდნენ ავადმყოფებთან კონტაქტისას. ახლა კი ყველა დაავადებული გადაჰყავთ საავადმყოფოში, ისინი გამოყოფენ დიდი რაოდენობით ვირუსებს, აავადებენ მათაც, ვისაც არ აქვს ვირუსი; ამით ხელს ვუწყობთ ვირუსების ცირკულირებასა და სამედიცინო პერსონალის დაავადებას. მკურნალობის ამ ტაქტიკამ იდეალური პირობები შექმნა ვირუსის გასავრცელებლად. თან, ამ დროს ვაქცინას უკეთებენ გადაღლილ ექიმს, მისი ირგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, მაგრამ რამდენად ადეკვატურია ეს ანტისხეულები გამაღიზიანებელთან კონტაქტისას? უფრო მძიმედ ხომ არ დაავადდება აცრილი?! მე არაფერს ვიგონებ – იგივე ხდება გრიპის ვირუსის შემთხვევაშიც. როდესაც გრიპის ვაქცინას უკეთებდნენ ახალგაზრდებს, ისინი ეპიდსეზონის დროს არ ავადდებოდნენ, მაგრამ ეპიდსეზონის გასვლის შემდეგ ძალიან რთული ფორმით ავადდებოდნენ. შეიძლება, კორონას აცრისასაც იგივე მოხდეს, მაგრამ ვამბობ მკაფიოდ: ეს თითოეულის პირადი არჩევანია.

– ახალგაზრდებისა და ბავშვების ვაქცინაცია.

– ახალგაზრდებს საერთოდ არ სჭირდება ვაქცინაცია, მით უმეტეს, ბავშვებს. ბავშვები, ზოგადად, ძალიან საინტერესო ნიშაა ვირუსის ცირკულაციისთვის. ბავშვებს ინფექციები, უმეტესწილად, ძალიან იოლად გადააქვთ. ბავშვები ნიშაა, სადაც ვირუსები ცირკულირებს, სუსტდება და, ფაქტობრივად, ბავშვები ერთგვარი უსაფრთხოების ბალიშია, რაც მოზრდილებს იმუნიტეტის შენარჩუნებაში ეხმარება. ამდენად, ოჯახებში, სადაც რამდენიმე თაობა ცხოვრობს, დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს,. ასე რომ, ბავშვების ვაქცინაციის აუცილებლობას ვერ ვხედავ და, საერთოდაც, ვაქცინაციის კალენდრითაც კი, მიჩნეულია, რომ დაბადებიდან 2 წლის განმავლობაში ბავშვისთვის 18 ვაქცინაზე მეტის გაკეთება გადატვირთვაა, რადგან ამ ოდენობის ვაქცინების შეყვანა არ უწყობს ხელს იმუნიტეტის გაძლიერებას. ბავშვის იმუნიტეტი არასრულყოფილია, ამიტომ ბევრი ვაქცინის შეყვანა, პირიქით, საზიანოა. იმის თქმა მინდა, რომ ვაქცინაცია ძალიან სერიოზული პროცესია და თითოეულ შემთხვევას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. მით უფრო, რომ კაცობრიობამ შექმნა ანტივირუსული პრეპარატებიც, მათ შორის, არსებობს ადამიანის ინტერფერონი, შესაბამისად, მხარს არ ვუჭერ ვაქცინაციის პანაცეად წარმოჩენას. ვაქცინაცია გამართლებულია, თუ ადამიანს აქვს საამისო ჩვენება და მთავარი: ვაქცინაცია ტარდება დაავადების გავრცელებამდე და არა ეპიდემიის დროს. უნდა გვახსოვდეს, რომ ქრონიკული სტრესია იმუნური სისტემის დაქვეითების მიზეზი. სწორედ, ცხოვრების არაადეკვატური პირობები იწვევს იმას, რომ ადამიანები ბევრს ავადმყოფობენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი