პოლიტიკა

რატომ არის რუსეთის უსაფრთხოების გარანტი ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო

№30

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 03.08, 2022 წელი

დემურ გიორხელიძე
დაკოპირებულია

მოგვწონს თუ არა, ქართულ ფაქტორს რუსეთის სახელმწიფოს შექმნაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის. მართალია, პეტრე პირველის ქართველობას არავინ დაგვაჩემებინებს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები და საქართველო, არც მეტი, არც ნაკლები, შეიერთა, უფრო ზუსტად, დაიპყრო, ქართველი თავადაზნაურობა აქტიურად იღებდა მონაწილეობას რუსული ელიტის საქმიანობაში, მაგალითად, ბოროდინოს ბრძოლაში 12 ქართველი გენერალი იბრძოდა, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც სტალინ-ბერიას ფაქტორია, ვინაიდან ამ ტანდემმა, ფაქტობრივად, დანგრეული რუსეთი ზესახელმწიფოდ აქცია. ქართულ ფენომენზე რუსულ პოლიტიკაში დემურ გიორხელიძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

– რატომ აღმოჩნდა რუსეთი ასპარეზი ქართველების პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური უნარების გამომჟღავნებისთვის და რა გავლენა მოახდინეს ქართველებმა რუსულ სახელმწიფოზე?

– რეალურად რომ დავინახოთ სიტუაცია, იმ აქცენტს გავაკეთებ, რომელიც საქართველოში ყოველთვის იგნორირებული იყო და რის გამოც ქართველებს ყოველთვის დიდი პრობლემა ჰქონდათ – ეს არის გეოპოლიტიკა, გეოპოლიტიკაში მსოფლიოს მთავარი მოთამაშეები, მათი ინტერესები, ამ ინტერესების იდენტიფიკაცია, სად არის წინააღმდეგობა, კონკურენცია თუ თანხვედრა. ჩვენ ყველაფერს ემოციურ დონეზე ვაკეთებდით; ამ ემოციურობამ სრულად დააკნინა სახელმწიფო ბოლო 700 წლის განმავლობაში და სახელმწიფოს, რომელიც აშკარად უნდა გადაზრდილიყო დიდ იმპერიაში, გაუკეთდა სრული დემონტაჟი, მაგრამ ეს ცალკე თემაა.

რაც შეეხება ქართველებს: საქართველოში წარმოუდგენიათ ისე, რომ სამხრეთ კავკასია და, მათ შორის, საქართველო რუსებს უნდათ, რომ უბრალოდ, საკუთარ შემადგენლობაში ჰყავდეთ. ვინაიდან მათ არ უნდათ დამოუკიდებელი სახელმწიფოები და ასე შემდეგ. არადა, თუ ამას ვამბობთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რატომ. თუ სუფთა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით განვიხილავთ საკითხს, აშკარაა, თუმცა 100 წლის წინათაც აშკარა იყო, რომ სამხრეთ კავკასია დიდი მოთამაშისთვის, მსოფლიოს მთავარი მოთამაშისთვის ფანტასტიკურად მოხერხებული ადგილია, რადგან აქედან მას აქვს გასასვლელები სხვა დიდ სახელმწიფოებზე ძალზე მოკლე და მოხერხებული. ამიტომ, სტრატეგიულად, მთავარი ადრინდელი მოთამაშეები, რუსები, ოსმალები თუ სპარსები, ცდილობდნენ ამ რეგიონის დაკავებას, მასზე გავლენის მოხდენას. დღეს კი სამხრეთ კავკასია მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრია ახალო აღმოსავლეთთან და შუა აზიასთან ერთად. ასე რომ, რუსული იმპერიის, გამოვტოვოთ საბჭოთა კავშირი, იმიტომ რომ მის შემადგენლობაში ვიყავით და დღევანდელი რუსეთის პირველი თემა სამხრეთ კავკასიაში არის უსაფრთხოება. ამდენად, მათი ინტერესია, რომ აქედან არ შეექმნათ ხელშესახები და სერიოზული შედეგების მომტანი პრობლემები ჩრდილო კავკასიაში, განსაკუთრებით, დაღესტანში, მისი მეშვეობით კი – ვოლგისპირეთში, ვგულისხმობ მუსლიმური ანკლავების აფეთქებას. თუ ეს არ გვესმის, მაშინ ემოციებს ავყვებით, პოლიტიკა კი ასე არ იგება.

რაც შეეხება რუსეთს: რუსეთი 1910-იან წლებში, განსაკუთრებით, მისი ორი რევოლუციის დროს, მიწასთან გაასწორეს და ეს მოხდა სწორედ იმ დიდი დაპირისპირების ფონზე, რომელსაც დიდი თამაში ჰქვია, როდესაც ბრიტანეთისა და რუსეთის იმპერიები ყველგან, მთელ მსოფლიოში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამიტომ ის რევოლუციაც, რომელზედაც ჩვენ არასწორი წარმოდგენა გვაქვს, სინამდვილეში იყო ბრიტანეთის აგენტების მიერ მოწყობილი და ისინი, ძირითადად, იყვნენ ებრაული წარმოშობის ადამიანები. გასაგებია, რა იყო ამ რევოლუციის მიზანი: რუსეთის იმპერიისა და მისი ხალხის არა მხოლოდ განადგურება, არამედ კონტროლის დამყარება იმ სიმდიდრეზე, რაც, რუსეთის ტერიტორიაზეა.

– ებრაელები საბჭოთა მმართველობაშიც უხვად იყვნენ.

– რა თქმა უნდა და ძალიან ბევრნი. ამ რევოლუციის შედეგი იყო ის, რომ რუსებმა რუსეთი დაკარგეს, სამოქალაქო ომმა კი ის, უბრალოდ, განადგურების პირას მიიყვანა. თითქმის 2 მილიონამდე, კარგი გაგებით, რუსეთის ელიტა ჩაიხსნა და ემიგრაციაში გადაიტყორცნა, ხოლო, ვინც დარჩა, ის ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და, ფაქტობრივად, ის იდეა, რომელიც იდო ამ რევოლუციაში, მიღწეული იქნა, მაგრამ მოხდა ის, რასაც გაუთვალისწინებელი ფაქტორი შეიძლება, ეწოდოს, იმიტომ რომ მას სერიოზულად არც აღიქვამდნენ, თუმცა განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა.

– სტალინზე ვლაპარაკობთ.

– დიახ და მე ახლა არ ვლაპარაკობ იმაზე, ის კარგი პიროვნება იყო თუ არა. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ფაქტზე: მას აღმოაჩნდა მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი და ქსელის აგების ფანტასტიკური უნარი. მან გამარჯვებული რევოლუციური ელიტის სრული დამარცხება მოახერხა, თუმცა ფუძეები მთლიანად ვერ მოანგრია და იმ ნარჩენებმა შემდეგ მასაც მოუღეს ბოლო, მაგრამ რუსეთი გადარჩა, როგორც სახელმწიფო და ყველზე კარგი იქნება, თუ სტალინურ ეკონომიკას განვიხილავთ ცნობილი ინგლისელი ეკონომისტების მონოგრაფიებით, რომლებიც უცნობია საქართველოში. ასევე, შემთხვევითი არ არის, რომ იმ დროსვე დაწინაურდა ბერია, რომელიც, სუფთა მენეჯერული თვალსაზრისით, ითვლება საუკუნის მოვლენად, იმიტომ რომ, როდესაც ფიქრობ მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე, მართლაც, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლებოდა, ადამიანს ამ მასშტაბის საქმეების ორგანიზება მოეხდინა და შედეგი მიეღო, მაგრამ ჩვენ, ქართველებმა, პროფესიულ შეფასებებს ზურგი ვაქციეთ, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ემოციის გარეშე ვისაუბროთ პროფესიონალიზმზე. ერთია პიროვნული თვისებები და მეორეა დადებული შედეგები; ერთია ქცევა ცხოვრებაში, რომელიც ლეგენდებითაა შემოსილი და მეორეა რეალური შედეგები. იოლია იმის თქმა, რომ ამერიკელებს მოჰპარო ატომური ტექნოლოგიები, მაგრამ, აბა, წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის მოქმედებები, განჭვრეტა სჭირდება იმ მექანიზმის აწყობას, რომ ეს შესაძლებელი გახადო?!

– ანუ იმუშავა სტალინი-ბერიას ტანდემმა.

– რა თქმა უნდა, ის შემთხვევით არ მოხვედრილა იმ უზარმაზარ თანამდებობაზე. ისევე, როგორც ბერიას, სტალინსაც ჰქონდა იმის უნარი, რომ მხარდამჭერების ძალიან მძლავრი ქსელი აეგოთ მთელ ქვეყანაში. სხვანაირად ისინი ამდენ ხანს ვერ გაძლებდნენ იმ სისტემაში, რომელშიც გარეგნულად თითქოს ყველაფერი მშვიდად მიდიოდა ყრილობიდან ყრილობამდე, მაგრამ შიგნით ლამის ბანდიტური გარჩევები ხდებოდა. ამას ვუწოდე მე ქართული ფენომენი, იმიტომ რომ არავინ მოელოდა, რომ რევოლუციის შემდეგ რუსეთი შეძლებდა აღდგენას, ვინაიდან საკუთარ ქვეყანაზე კონტროლი უკვე დაკარგული ჰქონდათ და ეს მოახერხა მხოლოდ ამ ქართულმა ჯგუფმა, რაც საოცარია თავისი შესრულების ტექნოლოგიით. ჩვენ საქართველოში პოლიტიკას ვაფასებთ ტერორით, ქალების სიყვარულით, მაგრამ არასდროს ვაფასებთ პოლიტიკას წმინდა პროფესიულად. დიახ, რუსეთი გადაარჩინა ქართულმა ფენომენმა, მაგრამ რატომ გადაარჩინა და როგორ შეძლო ეს ქართულმა ფენომენმა?!

– ეს მაინც ქართულ ფენომენად უნდა განვიხილოთ და არა ორი პიროვნების ინდივიდუალურ მიღწევად?

– გეტყვით, რატომ უნდა განვიხილოთ ეს ქართულ ფენომენად. საქმე ის არის, რომ ჩვენ არ ვიცით ქრისტიანობამდე პერიოდის საქართველოს ისტორია. არადა, როგორც ჩანს, ძალიან სოლიდური და დიდი რამ იყო, იმიტომ რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ვერაფრით მოხვდებოდა მსოფლიოს მაშინდელი ცივილიზაციის ცენტრებში, უდიდესი მოაზროვნეების, იმავე ისტორიკოსების ყურადღების ქვეშ. ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ და ისიც არ ვიცით, თუ რა მასშტაბი ჰქონდა მაშინდელ ქართულ ცივილიზაციას, თუმცა ჩვენ გვაქვს გამობრწყინებები დავითის ეპოქაში, როდესაც კარგად აწყობილმა სისტემამ ძალიან დიდი შედეგი მოიტანა. შემდეგ, როდესაც 700 წლის წინათ განხორციელდა ქართული სახელმწიფოს დემონტაჟი, ქართველი აღმოჩნდა წინააღმდეგობაში: მისი შესაძლებლობები, გაქანება, შემართება და ის ჩარჩოები, რომელშიც მოხვდა, იყო შეუსაბამო. ამან მის ხასიათზეც ნეგატიურად იმოქმედა. ხომ იცით, როდესაც ადამიანს ფართო ასპარეზი სჭირდება და არ აქვს, ეს მას უზღუდავს შესაძლებლობებს, რაც ილექება ქვეცნობიერში და ხასიათშიც ისახება. როდესაც ჩვენ რუსულ იმპერიაში მოვხვდით, რუსულმა იმპერიამ ამ ნიჭს გასაქანი მისცა. სამწუხაროდ, ქართველებმა ისიც კი არ იციან, რომ არსებობდა ნიკოლოზ მეორის საიდუმლო ბრძანება, რომელიც გულისხმობდა მთელ რუსულ იმპერიაში ყველა ნიჭიერის მოძებნას, პეტერბურგში ჩამოყვანას, მათთვის სოლიდური განათლების მიცემასა და ძალზე მაღალი დონის თანამდებობების გახსნასაც. რუსეთის იმპერია, განათლების მხრივ, იყო მსოფლიო რეკორდსმენი და ეს რეკორდი მხოლოდ 1980-ანი წლებში მოხსნეს სკანდინავიის ქვეყნებმა. რუსეთის იმპერიის განათლებისა და მეცნიერების სისტემა ჩამოყალიბებული იყო ევროპის უდიდესი მეცნიერების მიერ. ამიტომ ის განათლების სისტემა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში, თავის შედეგს იძლეოდა, მაგრამ ის მზარდი იმპერია, რომლის კარზეც მოღალატეებიც მრავლად იყვნენ, განადგურდა და შემდეგ მხოლოდ ქართული ფენომენის წყალობით გადარჩა. რუსეთი, ამ მხრივ, ქართველების, მართლაც, მადლიერები უნდა იყვნენ. მე გამოვდივარ იმ მოსაზრებიდან, რომ დღევანდელი რუსული სახელმწიფოს მომავლისთვის, მისი სიძლიერისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ძლიერებას.

- დიახ, მე ძალიან მიკვირს, რომ რუსეთი თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების საზიანოდ იქცევა და ასუსტებს და შლის საქართველოს, რაც მისი უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტიაა.

– თავისთავად, ცხადია, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში რუსეთმა დაუშვა ცივილიზაციური მასშტაბის შეცდომა, იმიტომ რომ საქართველო, თავისი მდგომარობით, მოცულობით, ბოლოს და ბოლოს, არაპოლიტიკოსების ემოცია სჭარბობდა მაშინ, რუსეთისთვის ნამდვილად არ წარმოადგენდა საფრთხეს. რაც მათ გაგვიკეთეს, მათი უდიდესი შეცდომა იყო, უბრალოდ, შემდეგ ქართველებმა საკუთარ სახელმწიფოს ხერხემალში ესროლეს: 1991-1992 წლების მოვლენები მაქვს მხედველობაში, რის შემდეგაც მოხდა ხელისუფლებების სრული მარიონეტიზაცია, ხოლო მარიონეტულ ხელისუფლებებს არ შეუძლიათ საკუთარი სახელმწიფოს მომავალზე ფიქრი, ისინი მხოლოდ დავალებებს ასრულებენ და, ამ მხრივ, ჩვენ რუსეთისთვის საქართველო ვაქციეთ ერთ-ერთ ძალიან საშიშ ადგილად. რუსეთისთვის საფრთხეს საქართველო წარმოადგენს არა საკუთრივ ქართველებისგან, არამედ იმიტომ, რომ საქართველო შეიძლება, გამოიყენონ სხვა გეოპოლიტიკურმა მოთამაშეებმა რუსეთის წინააღმდეგ სწორედ იმ უბედურებების დასატრიალებლად, რაც რუსეთისთვის დიდი ტრაგედიაა. კავკასია ძალზე მგრძნობიარე ადგილია. თქვენ იცით, რა დაუჯდა რუსეთს ჩეჩნეთის მოვლენები, მაგრამ დღეს დაღესტანი აღარ არის ისეთი სტაბილური, როგორიც ჩეჩნეთია, ხოლო დაღესტნიდან ვოლგისპირეთის აფეთქება მხოლოდ ტექნიკის საქმეა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი