პოლიტიკა

რატომ აიკრძალა გასული საუკუნის 60-ანი წლების ბოლოს ყველა საშუალება, რომლებიც გამოაჯანმრთელებდნენ ადამიანს

№15

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 23.04

ლევან ჩხიკვაძე
დაკოპირებულია

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჰაერის, წამლების, საკვები პროდუქტების და, მით უმეტეს, ვაქცინების, განსაკუთრებით, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების შემადგენლობა არავინ იცის ზედმიწევნით და არც ის, რომ ისინი ცალსახად სასარგებლოა (განსაკუთრებით, თუ გენმოდიფიცირების ფაქტს გავიხსენებთ), მით უმეტეს, რომ გასული საუკუნის 90-ანებში საფურაჟე ხორბლისგან გამომცხვარ პურს მიირთმევდა მთელი საქართველო, საკმაოდ მშიერი, სვამდა „ზუკოს“ და სრულიად გაუგებარი წარმომავლობისა და შემადგენლობის პროდუქტებს მოიხმარდა, რაც, სავარაუდოდ, საკმაოდ ცუდად უნდა ასახულიყო ჯანმრთელობაზე. ამ ყველაფრის მიუხედავად, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია რძის კონკრეტულ პარტიაში იმ ტიპის რძის მოხვედრამ, რომელიც იმ ძროხებმა მოიწველა, რომლებიც გადამუშავებულ საკვებად ქათმის ექსკრემენტს მოიხმარდნენ. მართლაც, ასე იოლია ადამიანის ჯანნმრთელობის დაზიანება? რა რესურსი აქვს ადამიანის სხეულს და როგორ უმკლავდება ის საფრთხეებს, რომლებიც ვირუსების, ბაქტერიების, კოკების, ჩხირების, სოკოებისა და უამრავი მსგავსი ცეროდენა არსებებისგან მოდის? – ამ თემაზე მიკრობიოლოგი ლევან ჩხიკვაძე გვესაუბრება.

– როგორ იცავს თავს ადამიანის სხეული, როდესაც მასში საზიანო პროდუქტი ან ნივთიერება ხვდება?

– მოსახლეობას ატყუებენ, ისევე, როგორც ატყუებდნენ, ეგრეთ წოდებული, კოვიდპანდემიის დროს და იმის მტკიცებით, რომ მანქანის გამონაბოლქვი მათი ბრალია. რა თქმა უნდა, ბუნებას უნდა გაუფრთხილდე, მაგრამ მარტივ მაგალითს მოვიტან: მანქანის გამონაბოლქვში არსებული მძიმე მეტალები ილექება ქვევით და ისინი ზედაპირიდან, მაქსიმუმ, ერთ მეტრზე იყოს.

– ამიტომ ამბობენ, რომ ბავშვები დაბალი ეტლებითა და ფეხით არ ატაროთო.

– დიახ, კომუნისტების დროსაც ასე იყო, მედიცინის მუშაკები აფრთხილებდნენ ყველას, ქუჩაში თუ გაიყვანთ ბავშვს, რომლის სიმაღლეც მეტრამდეა, აიყვანეთ ხელში. კოვიდ-პანდემიისას განსაკუთრებით გამოჩნდა ეს ტყუილი, როდესაც თვითმფრინავებიდან ყრიდნენ ათასგვარ შხამსა და მძიმე მეტალებს, რომლებიც ჩამოდიოდნენ ქვევით. როდესაც მძიმე მეტალს შეისუნთქავს ადამიანი, სხვადასხვა ანთებითი პროცესიც იწყება და, ზოგადადაც, როდესაც ტუტე-მჟავოვანი ბალანსი ირღვევა, ორგანიზმი ავადდება და ამას აბრალებდნენ ვირუსებს. რაც შეეხება კვებას: პირველი და მთავარი ტყუილი საკვების პროდუქტების შესახებ, ისევე, როგორც სიგარეტის მავნებლობის შესახებ, არის შემდეგი: თუ გახსოვთ, ამბობდნენ, დედამიწაზე ძალიან ბევრი ადამიანია და მილიარდამდე უნდა შევამციროთ, იმიტომ რომ დედამიწას მათი გამოსაკვები რესურსი არ აქვსო. ეს გაუგონარი ტყუილია: რუკაზე გადახედეთ დედამიწას, რამდენი მიწაა გამოუყენებელი. შორს ნუ წავალთ, საქართველოს მიწებს შევხედოთ. რა მიწასაც ვიყენებთ საქართველოში, არ ეყოფა გამოსაკვებად მოსახლეობას, თუ სოფლებში დამაგრდება და მოსავალს მოიყვანს?! თავისი სამყოფიც ექნება და გაყიდის კიდეც.

– პაატა კოღუაშვილი ამბობდა, რომ საქართველოს აქვს 10-12 მილიონი ადამიანის გამოკვების პოტენციალიო.

– დედამიწის გამოკვლეული რესურსი და გამოკვლეულია შესაძლებლობების მხოლოდ 6 პროცენტი, 100 მილიარდ ადამიანს ეყოფა. დღეს რამდენია დედამიწის მოსახლეობა?! 9 მილიარდი. რაც შეეხება კვების თემას: ყველა ქვეყანა, გარკვეულწილად, თავის ტრადიციებს მისდევს. ჩინელები თუ მატლებს ჭამენ, ეს მათი ჯიშისა და გენეტიკური ფონდისთვიის მისაღებია. ბოლოს და ბოლოს, სხვა რასაა, ჩვენ კავკასიელები ვართ და თეთრ რასას მივეკუთვნებით, ჩვენი სხეულის სისტემა სხვანაირია, ჩინელების – სხვანაირი. ის მოვლენები, რომლებიც ხდება, გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ჯერ კიდევ 1968 წელს, როდესაც მედიცინაც და სოფლის მეურნეობაც ძალიან გამართული იყო, საბჭოთა კავშირში გენეტიკური ინჟინერია იკრძალებოდა; იკრძალებოდა, მაგრამ მაინც მუშაობდნენ გენმოდიფიცირებაზე, ფერმენტების მეორეულ გამოყენებაზე. იყო აკადემიკოსი, ბიოლოგი ნუგზარ ალექსიძე, რომელმაც ღორს თავისივე ექსკრემენტები აჭამა და ღორმა მოინელა. მაგრამ, რაც გადამუშავებულია, ის უნდა მიიღოს მიწამ, ნეშომპალად იქცეს, გაანოყიეროს ნიადაგი, მოვიდეს მოსავალი და ასე შემდეგ. ანუ 1968 წელს აღმოაჩინეს მეორეული წარმოების მთავარი საწყისი: დაიწყეს ფერმენტების გამოყოფა სხვადასხვა უჯრედული ფორმებიდან, მაგალითად, სოკოებიდან. სოკოები, მოგეხსენებათ, ცალკე სამყაროა. რომ გამოყვეს და რომ ნახეს, იქიდან კიდევ შეიძლებოდა საკვების მიღება, ოღონდ იმ საკვების ენერგეტიკა ნულამდე იყო დაყვანილი, შეუდგნენ შესწავლას. ამ გზით მიღებული საკვები ბიოლოგიურად სუფთა იყო. უნდა გვესმოდეს, რომ ეკოლოგიურად სუფთა და ბიოლოგიურად სუფთა სხვადასხვა რამაა. როგორც კი ეს აღმოაჩინეს, მაშინვე აკრძალეს მისი გამოყენება, მაგრამ შეინახეს. რატომ შეინახეს?! იმიტომ რომ ითქვა: 90-იან წლებში დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა მოიმატებს, საკვები არ ეყოფათ და მეორეული წარმოების ეს ტექნოლოგია მაშინ დავნერგოთო. თუ გახსოვთ, სწორედ გასული საუკუნის 90-იან წლებში შემოვიდა საქართველოში ფხვნილები, რომლებსაც ადუღებულ წყალს დაასხამდი და მიიღებდი წიწიბურას, შვრიის ფაფას, კვერცხს და ასე შემდეგ. სუფთა იყო ბიოლოგიურად, მაგრამ მაინც გენმოდიფიცირებული და, შესაბამისად, მას ენერგეტიკული არანაირი ღირებულება არ გააჩნდა. იყო სოსისები, გამოდიოდა 200 ცალი, გერმანიაც აწარმოებდა და სხვა ქვეყნებიც, შეჭამდი 10 ცალს და ვერ ნაყრდებოდი. მაშინ, როდესაც გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ერთ სოსისს თუ შეჭამდი, დანაყრდებოდი. როდესაც პროდუქტი ნატურალურია, მას აქვს ენერგეტიკული მარაგი: ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი და ვიტამინი. აქედან იღებს ადამიანი ენერგეტიკულ ძალას, მაგრამ ადამიანის სხეულს გარედან ენერგიის მისაღებად ძალიან მცირე რაოდენობა სჭირდება. მაგალითად, როდესაც ადამიანს აქვს ვიტამინის ნაკლებობა, ეს არის ნული მთელი ერთი მეასედი ან ნაკლები. ანუ ერთი ცალი სტაფილოსა თუ ვაშლის ჩაკბეჩა სავსებით საკმარისია, რკინის, თუთიისა თუ სხვა ელემენტების ბალანსი რომ აღიდგინო, ენერგეტიკული მარაგი ყველაზე მეტი აქვს ცილას, შემდეგ – ცხიმებს. თუმცა ადამიანს შინაგანი ენერგეტიკული წყაროებიც გააჩნია და იმას თუ რამე მოაკლდა, შეგიძლია, გარედან ამოავსო, ოღონდ არ არის აუცილებელი, ამოიყორო მუცელი. ზედმეტი არაფერი ვარგა და თუ ზედმეტს იღებს ადამიანი, ეტყობა კიდეც.

გენმოდიფიცირებულ საკვებს, რომლებსაც მიეძალნენ ადამიანები, იმიტომ რომ იაფი იყო, დაემატა ის, რომ უფრო გენმოდიფიცრებული საკვები შემოიტანეს: სხვადასხვა ექსპერიმენტი ატარეს ადამიანებზე. ფხვნილის რძეც კი შემოვიდა. გახსოვთ, პარტიარქს ათეული წლების განმავლობაში არაერთხელ უთქვამს და ბოლო წლებში – განსაკუთრებით: დაუბრუნდით თქვენს მიწას, მოიყვანეთ თქვენი სარჩო-საბადებელი. ერთი გოჯი მიწაც რომ გქონდეს, შენც გეყოფა და სხვასაც. მორიგი მავნებლობაა საფუარი. საფუარი გამოყოფილია სოკოდან, ანუ ეს არის სოკო, რომელიც შემდგომში ორგანიზმში არღვევს სოკოს ბალანსს. რატომ? იმიტომ რომ პურის ცხობისას არავინ აცდის ბოლომდე გაფუებას, მაშინვე აკრავენ. სოკოები იმდენად ძლიერი სამყაროა, რომ დიდი გამძლეობა აქვთ. თუ მათი არასრულყოფილი დადუღება მოხდა, ორგანიზმში, სადაც ტემპერატურა 36.6-ია, იდეალური პირობები აქვთ, რომ ორგანიზმში არსებული სოკოების რაოდენობა გაზარდონ. ადამიანი ხომ იმ ყველაფრისგანაა აწყობილი, რაც ბუნებაშია?! როდესაც ბალანსი ირღვევა, მეტობით ან ნაკლებობით, სწორედ მაშინ ავადდება ადამიანი. საფუარი ორგანიზმში სოკოვანი უჯრედების ბალანსს არღვევს, სოკოვანი უჯრედების განვითარებას კი რა მოჰყვება?! ონკოლოგიური დაავადებები. აი, რატომაა დღეს გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებები. ჰაერიდანაც გვაყრიან საწამლავს და მეტი რაღა უნდა ადამიანს?!

– სადამდე აქვს საზღვარი ადამიანის ორგანიზმს, გაუძლოს ამ მავნე ზემოქმედებებს?

– ადამიანი რომ იბადება, სულ რომ გარედან არ დაიმატოს, სწორი ცხოვრებისა და სწორი კვების პირობებში, მინიმუმ, 150 წლის ენერგეტიკული მარაგი აქვს. შემდეგ აკლდება: არასწორად ცხოვრობს, არასწორად იკვებება, თუმცა ეს 150 წელი შეუძლია, გაიხანგრძლივოს და არაერთი ფაქტია, რომ ადამიანებს უცხოვრიათ 200 და 300 წელიც კი. ესე იგი, სწორად ცხოვრების შემთხვევაში ადამიანს ხანგრძლივად ცხოვრება შეუძლია და ამის საშუალებას იძლევა ის, რაც უფლის მიერ ბოძებულმა ბუნებამ მისცა. ამის დასტურია მედიცინაში „კარაბადინის“ არსებობა, რომელშიც აფთიაქში დამზადებულ წამალს ვერ ნახავთ. იქ მოცემულია წამლები, რომელთა დამზადება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია: ბალანსი რომ აღდგება, ადამიანი ჯანმრთელია. მაგალითად, ორგანიზმში სოკო რომ მოსპოთ, მაშინ სხვა რამე აფეთქდება. ეს იგივეა, როდესაც მგლები გაანადგურეს და ირმები ამოწყდნენ. ამას ბიოლოგიური ჯაჭვი ჰქვია და მისი გაწყვეტა პრობლემებს იწვევს. თუმცა, თუ ბუნებას ბუნებრივად აკლდება რამე, ეს მიზანმიმრთულია და გათვალისწინებულია იმ ჯაჭვში. ასე რომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რით ვიკვებებით, იმიტომ რომ შეიძლება, მომწამვლელი არ იყოს, ანუ იყოს ბიოლოგიურად სუფთა, მაგრამ არ იყოს ნატურალური.

– ანუ პრობლემა უფრო დიდია, ვიდრე ის, რომ რძე მოწველილი ისეთი ძროხისგან, რომელსაც კვებავდნენ ქათმის გადამუშავებული ექსკრემენტით?

– ეს ან მიზანმიმართული დივერსიაა, ან დიდი უცოდინრობა. მე ორივეს ვაბრალებ. მე არ გამიგია, რომ ექსკრემენტი აღმოჩნდა რძეში. მოდი, ასე შევხედოთ, რას ჭამს ძროხა?! უკვე ყველაფერს ეკარება, ქაღალდებსაც ჭამს. რომ გადის საბალახოდ, ფუნასაც დაჰკრავს კბილს, მიწასაც ჭამს, მაგრამ, თუ მათ ლოგიკას მივყვებით, ჟოლო რომ ჭამოს, იოგურტს მოგვცემს თუ ქაღალდს რომ ჭამს, პირდაპირ პაკეტის რძეს გვაწვდის?! წარმოდგენა არ აქვთ, როგორ გამოიმუშავებს ძროხა რძეს. რაც შეეხება იმ დანამატს: საკვებ დანამატად ითვლება ფრინველის ექსკრემენტი. მაგალითად, ხომ გახსოვთ გამონათქვამი, სუფრას ჩიტის რძეც არ აკლდა. ხომ არ იცით, ეს რას ნიშნავს?! მთავარი ის არ არის, რას ჭამს ძროხა, ღორი ყველაფერს ჭამს, მაგრამ ვინმე უარს ამბობს ღორის ხორცზე?! ერთადერთი ისაა, რომ სოლიტერი არ ჰყავდეს ღორს. რაც შეეხება ადამიანის სხეულის ზღვარს: როდესაც ორგანიზმის იმუნურ სისტემას ხელს ვუშლით, ორგანიზმი ვერ უწევს წინააღმდეგობას. სხვათა შორის, 1968 წელს აიკრძალა რეალურად ადამიანების გამოჯანმრთელების იდეალური საშუალებები: სამედიცინო წესით წარმოებული ოპიუმის მიღება; სუფთა მორფი აიკრძალა, ასევე, კონკრეტული ადამიანებისთვის წამლების ადგილზე დამზადება. აიკრძალა ყველაფერი, რაც გამოაჯანმრთელებდა ადამიანს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა