პოლიტიკა

რას ნიშნავს ტექტონიკური იარაღი და როგორ არის შესაძლებელი მიწისძვრების ხელოვნურად გამოწვევა

№8

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 01.03, 2023 წელი

ხელოვნური კატაკლიზმები
დაკოპირებულია

კაცობრიობამ, ტექნიკური პროგრესის წყალობით, იმდენი მოახერხა, რომ საცაა, პროგრესის დევიზით შექმნილი ტექნოლოგიები შეუქცევადად გამოიწვევს რეგრესს, ანუ დედამიწასა და მის მკვიდრ ადამიანს ისევ პირველყოფილ მდგომარეობაში დააბრუნებს (იმდენს ვუჩიჩხინებთ ერთმანეთს და დედამიწასაც).

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ თურქეული მედია აშკარად წერს, რომ მიწისძვრა ხელოვნურადაა გამოწვეული და თითს, ასევე, აშკარადვე იშვერენ ამერიკის შეერთებული შტატებისკენ. მეორე მხრივ, საქართველოში 1991 წელს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგაც გაჩნდა ეჭვი, რომ მიწისძვრა ხელოვნური იყო და მის გამომწვევად აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული ეშერის ლაბორატორია დასახელდა, მის შემოქმედად – რუსეთი.

ცხადია, ამის დამტკიცება რთულია, თუმცა ისიც ცხადია, რომ ტექტონიკური და კლიმატური იარაღი არსებობს და ის, სავარაუდოდ, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს (ცნობილი „ჰაარპის“ სისტემა), არამედ რუსეთსა და სხვა ქვეყნებსაც უნდა ჰქონდეთ.

რას ნიშნავს ტექტონიკური და კლიმატური იარაღი, როგორაა შესაძლებელი მისი გამოყენება და, მართლაც, შეუძლია თუ არა ხელოვნურად მიწისძვრებისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების გამოწვევა, ყოველგვარი შეთქმულების თეორიებისა და ეჭვების გარეშე?

მაგრამ სანამ ამ თემას მიმოვიხილავთ, გავერკვეთ, თუ რა იწვევს ბუნებრივ მიწისძვრებს: დედამიწა შიგნიდან არაერთგვაროვანია, მის ცენტრში მყარი ცეცხლოვანი ბირთვია, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, რკინისა და ნიკელის შენადნობი. თითოეული შრე განსხვავდება ერთმანეთისგან. პლანეტის არსებობის განმავლობაში მძიმე ნივთიერებები მიიწევდნენ დედამიწის ბირთვისკენ, ხოლო უფრო მსუბუქები – რჩებოდნენ ზედაპირზე (ამას ხსნიან მიზიდულობის კანონით, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ არანაირი მიზიდულობა არ არსებობს და მხოლოდ ცენტრიდანული ძალა მოქმედებს. ვინაიდან მიზიდულობის ძალის არსებობის შემთხვევაში დედამიწის ზედაპირზე ვერანაირი წიაღისეული ვერ იარსებებდა).

როგორც უნდა იყოს, დედამიწის რადიუსი – ცენტრიდან ზედაპირამდე – 6 000 კილომეტრზე მეტია. ბირთვის (შიდა და გარე) შემდეგი შრე მანტიაა, ხოლო ზედაპირზე პლანეტას აკრავს მიწის ქერქი, პირობითად. მანტიის ზედა ფენა და ქერქი აყალიბებენ ლითოსფეროს, ის კი, თავის მხრივ – მიწას, რომელზედაც ვცხოვრობთ. ლითოსფერო ბერძნული წარმოშობის ტერმინია და 1916 წლიდანაა დამკვიდრებული. ის ათეული კილომეტრის სისქისაა და შედგება როგორც უძრავი, ისე მოძრავი ნაწილებისგან. ოკეანეების ფსკერიდან ლითოსფეროს მინიმალური სისქე აქვს, ხოლო მისი მაქსიმალური სისქე დედამიწის მთიან რაიონებშია. ყველაზე ფართო ოკეანური ქერქია და, თუმცა კონტინენტური ქერქი დედამიწის ქერქის 40 პროცენტს მოიცავს, ის უფრო რთული შემადგენლობისაა. ოკეანეების ქვეშ დედამიწის ქერქის სისქე 5-10 კილომეტრია და ყველაზე ღრმა მარიანის ღრმულია – ადგილი წყნარი ოკეანის დასავლეთში, რომლის სიღრმეც 11 კილომეტრია. დედამიწის ქერქის ყველაზე მაღალი წერტილი ჯომოლუნგმაა (8 848 მეტრი ზღვის დონიდან) და ის ყოველწლიურად იმატებს სიმაღლეში რამდენიმე სანტიმეტრით, თუ რატომ, ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით გეტყვით. ლითოსფეროს შესასწავლად ჩადგმული ყველაზე ღრმა ჭაბურღილი 12 262 მეტრისაა, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ისე საკმარისი სიღრმის, რომ სრული ინფორმაცია მოგვაწოდოს დედამიწის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. საქმე ისაა, რომ ლითოსფერო არ არის ერთიანი. მთელი ეს მყარი მასა რამდენიმე ათეულ ფილადაა დაშლილი, რომლებიც მუდმივად მოძრაობენ და სწორედ ამ ფილების გადაკვეთაზე ყალიბდებიან ვულკანები, ნაპრალები და მიწისძვრები. ლითოსფეროს ფილები უზარმაზარიცაა – რომელთა ფართობი მილიონი კვადრატული კილომეტრობით იზომება, საშუალოც და მცირე ზომისაც.

ხსენებული ფილების საზღვრები საკმაოდ პირობითია, იმიტომ რომ ისინი მუდმივად მოძრაობენ: ერთმანეთისკენ, ერთმანეთისგან და აცდენილად, საპირისპირო მიმართულებით, ეხახუნებიან ერთმანეთს. დროის ჩვენებური გააზრებით, ისინი ძალიან ნელა გადაადგილდებიან: რამდენიმე სანტიმეტრით წელიწადში, თუმცა, პლანეტის მასშტაბით, ეს მაინც დიდ ცვლილებებს იწვევს. სწორედ ტექტონიკური ფილების საზღვრებია სეისმური სარტყელები – დაძაბულობის გლობალური ზონები. ამ ზონებში შეიმჩნევა დედამიწის ქერქის მაღალი აქტივობა და ამ მოვლენების შემსწავლელ მეცნიერებას ეწოდება ტექტონიკა.

ლითოსფეროების ქვეშ გავარვარებული თხევადი მასაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწის შიგნით მუდმივი დუღილის პროცესია, ამიტომაც მოძრაობს ტექტონიკური ფილები. ანუ მოძრაობს არა კონტინენტები, არამედ ტექტონიკური ფილები, რაც ცვლის ხმელეთის კონფიგურაციას. თავის მხრივ, ფილები მჭიდროდ ეკვრიან ერთმანეთს და ქმნიან ერთგვარ ფაზლს, რომელიც ეგრეთ წოდებული ბმის ადგილებში მოძრაობენ. მოძრაობის მიმართულებები სხვადასხვა პროცესს ააქტიურებს.

როდესაც კონტინენტური ფილები ერთმანეთისკენ მოძრაობენ, დიდი ფილების შეჯახების შედეგად ჩნდება მთები ხმელეთზე, იმიტომ რომ არც ერთ ფილას არ უნდა დათმობა. ამის შედეგია, მაგალითად, ჰიმალაის მთებიც და რაც უფრო იწევენ ერთმანეთისკენ ტექტონიკური ფილები, მით მეტად იზრდება სიმაღლეში ჯომოლუნგმაც და არა მხოლოდ.

ხოლო, როდესაც ერთმანეთისკენ ოკეანური და კონტინენტური ფილები მოძრაობენ, უფრო მძიმე ოკეანური ფილა შედარებით მსუბუქი კონტინენტური ფილის ქვეშ შედის და წარმოიქმნება ვულკანი; ორი ოკეანური ფილის შეჯახება კი იწვევს ღრმა ვარდნილებს ოკეანის ფსკერზე: ასეთია, მათ შორის, მარიანის ღრმული.

ასევე, შესაძლებელია, ფილები ერთმანეთს დასცილდნენ, რაც მათ შორის ქმნის ტეხილს, რითაც მაგმას ზედაპირზე ამოსვლის საშუალება ეძლევა. ის ცივდება და წარმოიქმნება ახალი ქერქი. ამის შედეგად, ოკეანეების ფსკერზე იქმნება ნაპრალები, ისევე, როგორც ხმელეთზე. თუ მსგავს ადგილებში ფილები განაგრძობენ ერთმანეთისგან განსვლას, მიწები მოსწყდება ერთმანეთს და ახალი კონტინენტი შეიქმნება.

და ბოლოს, როდესაც ორი ფილა ერთმანეთისგან საპირისპირო მიმართულებით და სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობს, ხახუნის გამო წარმოიქმნება დაძაბულობა, რაც იწვევს მიწისძვრას.

არსებობს მოსაზრება, რომ 300 მილიონი წლის წინ დედამიწაზე ერთი უზარმაზარი მატერიკი არსებობდა – პანდეა, რომელიც ზემოაღნიშნული პროცესების გამო დღევანდელ კონტინენტებად დაიშალა. თუმცა პროცესი ისევ გრძელდება, რაც, საბოლოოდ, ისევ გააერთიანებს ხმელეთს და ისევ ერთიანი მატერიკი შეიქმნება. მანამდე კი ადამიანი ცდილობს, რომ ბუნებრივი პროცესები სხვა ადამიანებზე დომინირებისთვის გამოიყენოს.

სწორედ ასეთ ტექნოლოგიად მიიჩნევენ ტექტონიკურსა და კლიმატურ იარაღს. მარტივად რომ ვთქვა, ეს იარაღი ეხმარება ბუნებრივ პროცესებს, რაც დედამიწაზე მუდმივად ხდება, უფრო დამანგრეველი ძალით გამოვლინდეს ან გამოიწვიოს ნაადრევი ბუნებრივი კატაკლიზმები იქ, სადაც ამის ბუნებრივი პირობებია, მიუხედავად იმისა, რომ ბუნება ჯერ არაფერს გეგმავს. ცხადია, გეოფიზიკური იარაღის შექმნა იკრძალება გაეროს კონვენციით, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ტიპის იარაღი კიდეც არსებობს და კიდეც გამოიყენება (ყველაზე მძლავრად კომპლექსი „ჰაარპი“ მიიჩნევა).

ოზონოსფეროში უზარმაზარი ენერგიაა დაგროვილი და ატმოსფერო აქტიურ ელემენტად იქცევა, თუკი მასში გარკვეული, კერძოდ, დაბალი სიხშირის აკუსტიკური ტალღები გავრცელდება. ისინი მოხსნიან ატმოსფეროში დაგროვილ ენერგიას და გარდაქმნიან აკუსტიკურ რხევებად, მაშასადამე, გაძლიერდება აკუსტუკური რხევები. მოკლედ, ატმოსფეროში იქმნება იონიზებული ღრუბელი და სწორედ მასში ძლიერდება აკუსტიკური რხევები, ეს აკუსტიკური რხევები ხვდება დედამიწაზე და თანდათან, მრავალი დღის ან თვის განმავლობაში აღწევს ლითოსფეროში, ანუ იმ ადგილებში, რომლებიც თავად ბუნებამ მოამზადა მომავალი მიწისძვრებისთვის. სწორედ ამ სიხშირეების მართვითაა შესაძლებელი საჭირო მომენტში ძლიერი მიწისძვრის გამოწვევა: მაგალითად, ასეთად მიიჩნევენ ფუკუსიმას ტრაგედიას – ცუნამის იაპონიაში; ნიუ-იორკის დატბორვას, რამდენიმე წლის წინათ რუსეთში მიწაში გაჩენილ ხანძრებსა და არანორმალურ სიცხეს, ასევე, ანომალიურ სიცხეებს ევროპის ქვეყნებში.

საინტერესო ისაა, რომ ტექტონიკური იარაღის მფლობელებად სახელდება, ეგრეთ წოდებული, გლობალური მთავრობა, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს არ ემორჩილება და, შესაბამისად, ყველა სახელმწიფო დაუცველია, რაოდენ დიდიც და ძლიერიც უნდა იყოს. და ის ნებისმიერ მომენტში შეიძლება, გახდეს შანტაჟის ობიექტი.

„ჰაარპი“, მეცნიერთა მტკიცებით, კომპლექსური იარაღია და მიმართულია არა მხოლოდ მიწისძვრის გამოწვევაზე, არამედ შეუძლია ამინდის შეცვლა და ადამიანის ცნობიერებაზე ზემოქმედება. ინფრადაბალი რხევებით შესაძლებელია ადამიანის ტვინის, ცნობიერების კონტროლი, არა მისი მხოლოდ პანიკაში ჩაგდება, არამედ ადამიანისთვის გარკვეული აზრების ჩანერგვაც.

კომპლექს „ჰაარპზე“ ბოლო 30 წელია, მუშაობენ და მეცნიერები იმიტომაც უკავშირებენ ამ პროგრამას ხელოვნურად გამოწვეულ ბუნებრივ კატაკლიზმებს, რომ სწორედ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გაიზარდა მნიშვნელოვნად დედამიწაზე მიწისძვრებისა და სტიქიური უბედურებების ოდენობა. ოღონდ აქვე გეტყვით, რომ დედამიწის ყველა ადგილას შეუძლებელია ამ ტიპის იარაღის გამოყენება, იმიტომ რომ ადამიანის ჩარევა მაინც ბუნებრივ პირობებზეა დამოკიდებული.

მეორე მხრივ, საკმაოდ რთულია, დაამტკიცო, რომ ესა თუ ის მიწისძვრა, მასშტაბური ხანძარი თუ ლავის ამოფრქვევა ხელოვნურადაა გამოწვეული. აკუსტიკური ზემოქმედების სიმძლავრე, თავისთავად, არაფერს განსაზღვრავს. მიწისძვრის მომზადებას დიდი დრო სჭირდება და ამ საქმეში ხელოვნური თანამგზავრებიცაა ჩართული. მეტიც, შესაძლებელია, იონოსფეროზე დაკვირვებით, დადგინდეს, რა უბანი მუშავდება (თუ დავიჯერებთ მიწისძვრების ხელოვნურად მოწყობისა და ვულკანების ხელოვნურად გაღვიძების თეორიას ტექტონიკური იარაღით). იმიტომ რომ ტექტონიკური და კლიმატური იარაღის გამოყენებას თან სდევს ოზონის შრის შემცირება: ოზონის ენერგია აკუსტიკური რხევების ენერგიად გარდაიქმნება, რაც, მეცნიერთა თქმით, არაერთხელ შენიშნულა ევროპისა და რუსეთის თავზე. საქმე ის არის, რომ, თუ ოზონის შრე მცირდება, ის კი სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სისქისაა, ამიტომაც უნდა შემცირდეს პროპორციულად, ხოლო, როდესაც არაპროპორციულად მცირდება, ეს, უდიდესი ალბათობით, მიანიშნებს ადამიანის ჩარევაზე. ყოველ შემთხვევაში, ასეთია მეცნიერული შეფასება.

საინტერესოა ისიც, რომ ამ ტიპის იარაღის გამოყენება დედამიწას გლობალურ კატასტროფამდე ვერ მიიყვანს (თუმცა, შეუძლია, ადამიანთა დიდი მსხვერპლი გამოიწვიოს და ეკონომიკურადაც დააზიანოს სახელმწიფოები, მაგრამ ეს ვერ იქნება მილიარდობით მსხვერპლი, რაც მაინც არ არის შეღავათი), მაგრამ ეს იარაღი შეიძლება, იქცეს (და როგორც ამტკიცებენ, უკვე იქცა) სახელმწიფოების მთავრობების შანტაჟის მექანიზმად დედამიწის გლობალიზაციისკენ და ერთიანი მთავრობის შექმნისკენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი