პოლიტიკა

პოლიტიკური ორგია?!

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ჩემი შენ გითხარიო...

ისრაელ-ირანის ომი ისევე მოულოდნელად შეწყდა, როგორც დაიწყო. აშშ-ირანის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინა დღეს ისარელმა წერტილოვანი იერიში მიიტანა ირანის სამხედროებსა და ურანის გამდიდრებაზე მომუშავე მეცნიერებზე; არც პასუხმა დააყოვნა და ისიც კი მოხდა, რომ რკინის გუმბათს ბზარები გაუჩნდა. ჰაერში აშშ-ის სამხედრო ავიაციაც აიწია და თითქოს სამი ირანული ბირთვული ობიექტიც დაიბომბა, საპასუხოდ კი – ირანის მიერ აშშ-ს სამხედრო ბაზები. ოღონდ, როგორც გაირკვა, აშშ-საც გაუფრთხილებია წინასწარ ირანი, რომ დაბომბვას აპირებდა და ირანსაც – აშშ, რომ მისი სამხედრო ბაზების მიმართულებით რაკეტებს გაუშვებდა. და თუმცა 12-დღიანი თავდასხმა-მოგერიება დროებითი ზავით დასრულდა, ინფორმაცია დახურულია, ანუ დანამდვილებით არავინ იცის, რა დაიბომბა და რომელმა მხარემ რა ზარალი განიცადა. ყველაზე საინეტრესო კი ის გახლავთ, რომ ისრაელიც მიიჩნევს თავს გამარჯვებულად და ირანიც (ხალხმა იზეიმა ეს ფაქტი ქუჩებში) და, რა თქმა უნდა, აშშ-იც, მიუხედვად იმისა, რომ, უდიდესი ალბათობით, ირანის ბირთვული პოტენციალი არ განადგურებულა (დაახლოებით, ისეთივე კმაყოფილებაა, როგორც, ალბათ, ორგიის დროს).

მეორე მხრივ, ჩვენებურები ქილიკობენ იზოლაციაში მყოფ ირანელებზე (ინტერნეტი არ აქვთ და არ იციან, რომ დამარცხდნენო), მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენებურთა ნაწილი 2008 წლის აგვისტოში დარწმუნებული იყო, რომ რუსეთთან ომში გავიმარჯვეთ (არადა ინტერნეტიც მუშაობდა და „რეალშიც“ მკაფიოდ ჩანდა, რა დაგვემართა) და ზედაც, დავამატებთ, რომ ფრიად ინტერნეტიან ევროპელებს თავიანთი მედია, რაც გაუხარდება, იმ განწყობებს უბეჭდავს ტვინში, ამ აუხსნელ ბაკქანალიას, მართლაც რომ, „აკვდება“ ჩვენებური სხარტულა: „ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა